ბლოგი

10:11 | 24 დეკემბერი, 2010

მოჯადოვებული ბურთები

გასულმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა ბევრი გუნდის ქომაგი გაანაწყენა. გულშემატკივართა გულისწყრომა უპირველესად მსაჯების არაკვალიფიციურობასა და ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთს  - “ჯაბულანს“ ეხებოდა. “ჯაბულანს“ აკრიტიკებდა პრაქტიკულად ყველა გუნდის მეკარე, რომლებიც თანხმდებოდნენ იმაზე, რომ სამხრეთაფრიკული მუნდიალის უცნაურად მსუბუქი ბურთი ჰაერში ხშირად გასაოცარ ტრაექტორიას ხაზავდა...

10:09 | 20 დეკემბერი, 2010

გზა ფეხბურთიდან პარანოიამდე

შემთხვევითი არ გახლავთ ის, რომ რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სათავეს ფეხბურთიდან იღებს. როგორც იცით, რუსეთში ნეოფაშისტების გულისამრევი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მავანმა ჩრდილოკავკასიელმა რუსეთის მოქალაქეებმა მოსკოვის “სპარტაკის“ ახალგაზრდა ქომაგი მოკლეს. ამ ფაქტმა სრულიად რუსეთის ფაშისტურად განწყობილი არსებების მზარდი აგრესია გამოიწვია და მთელ რუსეთში, კავკასიელების,  შეიძლება ითქვას, ნამდვილი დევნა და შევიწროება დაიწყო.

09:58 | 17 დეკემბერი, 2010

რომიდან “რომამდე“

“თუ შენი ქალაქი გიყვარს, სისულელეა ამის გულზე დაწერა, რადგან სიყვარული გულშია და არა გულის გარეთ“ - ეს სიტყვები რომის მერმა - ჯოვანი ალემანომ მაშინ თქვა, როდესაც ნიუ-იორკში ჩავიდა და მეგაპოლისის მცხოვრებლების მაისურებზე, ქართველთათვისაც კარგად ნაცნობი სიტყვები: “მე მიყვარს ნიუ-იორკი“ - ამოიკითხა.

10:20 | 14 დეკემბერი, 2010

ყატარის მწველი მზე

მას შემდეგ, რაც ყატარი მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, სხვებთან ერთად, მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ქვეყნის შესახებ უფრო მეტი გამეგო. მით უმეტეს, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, ეს პაწაწკინტელა არაბული სახელმწიფო ავსტრალიისა და შეერთებული შტატების მსგავს, პლანეტის ჰეგემონ ქვეყნებს არჩია და ბევრი ქომაგი დატოვა პირდაღებული.  

10:38 | 10 დეკემბერი, 2010

ფიფას “სამართალი“ და უნიათო ევროპა

როდესაც მთელი საფეხბურთო მსოფლიო ფაქტის წინაშე დადგა და ერთ მშვენიერ დღეს “აღმოაჩინა“, რომ 8 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში უნდა გაიმართოს, ყველამ მერეღა დაიწყო ბჭობა და მსჯელობა იმაზე, რომ: “ინგლისისათვის რუსეთი არ უნდა ემჯობინებინათ“...

10:20 | 06 დეკემბერი, 2010

ჯანო, წადი ევროპაში!

როდესაც საქართველოში ჩვენს თანამემამულე იმედისმომცემ ფეხბურთელებზე საუბრობენ, უპირველესად და გამორჩევით იხსენებენ ერთ ყმაწვილკაცს, რუსეთის სტადიონებს მართალია იშვიათად, მაგრამ  ჯანის დაუზოგავად რომ სერავს და არაერთი ცნობილი უცხოური კლუბი რომ გამოთქვამს მისი შეძენის სურვილს. ჯანო ანანიძის მომავალი დიახაც რომ აწუხებს ქართველ ქომაგს და რომ არ აწუხებდეს, ის იქნებოდა გასაკვირი. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, საკუთრივ ჯანო რას ფიქრობს საკუთარ მომავალზე...

10:29 | 04 დეკემბერი, 2010

ეს უნდა ნახოთ!

“ეს უნდა ნახოთ!“ – ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად სარეკლამო სლოგანებში მოისმენთ. სარეკლამოზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბევრ წარმოუდგენელ რამეს  ნამდვილად ნახავთ, თუკი ვერის ბაღში მდებარე გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში წასვლას გადაწყვეტთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უამრავი რამ  მოსაწესრიგებელი, მისახედი და გასაკეთებელია, მაგრამ ის გარემო, რაც ზემოთ აღნიშნულ დარბაზში სუფევს, არც სპორტულია და ვერც იმით შეიძლება გამართლდეს, რომ მრავალ სხვა სახეობასთან ერთად, ქართულ კრივსაც გვარიანად უჭირს და ირგვლივ ჯიბეგაფხეკილობაა დავანებული.

11:24 | 30 ნოემბერი, 2010

დონ ხუანის დუქანი

თეთრი ღვინით ნახევრად სავსე კასრი, რომლის გვერდითაც, დონ ხუანი თვლემდა, კორდობელმა ბიჭებმა ბაირესში ჯერ კიდევ ორი დღით ადრე ჩაიტანეს.  დონ ხუანი, ბაირესული ღარიბული დუქნის მეპატრონეა, სადაც  მშრალად მოხარშული ძროხის ხორცის, ბოსტნეულის წვნიანისა და წყალგარეული ღვინის მეტი არაფერი იყიდება. მაგრამ, დონ ხუანს კლიენტურა არასოდეს აკლია, რადგან მთელს უბანში სწორედ მის დუქანშია ყველაზე დიდი ტელევიზორი. ეს ტელევიზორი, დუქანს ორი წლის წინ, ფრანგმა ტურისტმა, ვინმე ალენმა საზეიმოდ გადასცა ნიშნად არგენტინაში გატარებული საღამოებისა, როდესაც ჯიბეცარიელ ბუენოს აირესელებთან ერთად, ისიც დაუწუწუნებლად გეახლებოდათ წყალგარეულ ღვინოსა და ბოსტნეულის წვნიანს.

11:22 | 25 ნოემბერი, 2010

კიბერ-მომპარავები

საქართველოში ინტერნეტის განვითარების პარალელურად, ვითარდება სპორტული ტიპის ინტერნეტ-გვერდებიც. უმეტესად, ეს ეხება ე.წ. საფანკლუბე საიტებს, რომელთა რიცხვიც, წლიდან-წლამდე იმატებს და მათი თემატიკაც თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება.

11:34 | 08 ნოემბერი, 2010

სანამ გვიან არ არის

ცოტა ხნის წინათ, ევროპული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ერთმა, მეტად ცუდმა და გულსატკენმა ამბავმა შეაზანზარა. ერთ-ერთი გერმანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ჩაატარა სპეციალური კვლევა და დაადგინა, რომ გერმანიის ნაკრები, 1954 წლის მუნდიალზე, მსოფლიოს ჩემპიონი დოპინგის მოხმარების წყალობით გახდა.  

11:14 | 26 ოქტომბერი, 2010

ორნი ერთად და ცალ–ცალკე

პელესა და მარადონას ურთიერთდაპირისპირებაზე, ამ ორი ფეხბურთელის შედარებასა და ხელ–ფეხის დატოლებაზე, თითქმის აღარავინ წერს. ეს ის თემაა, რომელიც იმდენად გადაიღეჭა და გაიცრიცა, რომ ქარაგმული ფანტაზიის მოშველიებითაც კი ვერ იტყვი ვერაფერ ახალსა და ამაფორიაქებელს. მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდე, ეს ორი ადამიანი მაინც მუდამ “ფეხებში გებლანდება“ (ისე, ფეხებში ვინ ვის ებლანდება, ეგეც საკითხავია) და ბედის უცნაური დამთხვევით, 2010 წელი ორივე ამ ადამიანისათვის საიუბილეოა და თან როგორი საიუბილეო...  

<< პირველი<< წინა7475767778798081828384შემდეგი >>
0.428752