ბლოგი

11:01 | 21 აგვისტო, 2011

სამუელ ეტო’ო – ”ზვარაკი” ნებაყოფლობით

სამუელ ეტო’ო რომ დიდი კაცია და ბევრი საგმირო საქმე ჩაუდენია, ამას მტკიცება არ უნდა. არც იმას უნდა მტკიცება, ეტო’ოს დარი ფორვარდები მსოფლიო ფეხბურთს რომ ამშვენებენ და თუნდაც ყოველივეს მსახვრელი ასაკი შემოეპაროთ, ბევრ ახალგაზრდას მაინც არასოდეს ჩამოუვარდებიან... ფეხბურთის რიგითი ქომაგისათვის სწორედ ამიტომაცაა გულსატკენი სამუელის დარი ხალხის ისეთ გუნდებში წასვლა, როგორიც მახაჩყალის ”ანჟია”.

19:20 | 14 აგვისტო, 2011

ცხინვალის რეგიონში სპორტი გარდაიცვალა

გასულ კვირას, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული თარიღი გავიხსენეთ - 3 წლის წინათ, ზუსტად ამ დროს, საქართველოს გულში რუსული საოკუპაციო ჯარის შემოსვლის შედეგად საშინელება ტრიალებდა, რასაც ჩვენი 470 თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ოკუპაცია კი, დღემდე გრძელდება.

10:33 | 08 აგვისტო, 2011

ყასაბი ვანოს დარდები

ცენტრალური ევროპიდან: საფრანგეთი და ესპანეთი, აღმოსავლეთ ევროპიდან: ბელარუსი, სკანდინავიიდან კი  - ფინეთი... როგორც ბრაზილიაში გამართულმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრამ გვამცნო, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში თითქმის მთელი ევროპის გარდი-გარდმო გადაკვეთა მოუწევს და მეტოქეებიც ისეთები არიან, კარგი ფეხბურთის ხილვის მოსურნე კაცი რომ ინატრებს.

14:46 | 31 ივლისი, 2011

ურუგვაიმ ძველი დრო გაგვახსენა

განა ბევრი გუნდი გააკეთებს იმას, რაც პარაგვაის ნაკრებმა აწდასრულებულ კოპა-ამერიკაზე შეძლო?! ბევრი გუნდი გინახავთ ისეთი, რომელსაც რომელიმე ტურნირის ფინალამდე ფრეებით გაეღწიოს და გზად ბრაზილიის დარი “ვეშაპი გადაეყლაპოს?!“ მაგრამ ამის მიუხედავად, ნეიტრალური ქომაგის აბსოლუტური უმრავლესობა ფინალში მაინც ურუგვაის ნაკრებს გულშემატკივრობდა და ეს, ბუნებრივიცაა. ჩვენს ბაბუებზე რა გითხრათ, მაგრამ ჩემს თაობაში მეეჭვება, ვინმეს გვახსოვდეს იმაზე კარგი ურუგვაის ეროვნული გუნდი, რაც ჩვენ ჯერ გასულ წელს – მსოფლიოს ჩემპიონატზე და წლეულს კოპა-ამერიკაზე ვნახეთ.

14:29 | 24 ივლისი, 2011

ორნი კარაკასში

სტუდენტი ფერნანდო და ბატონი ესტებანი მეზობლები არიან. კარაკასში, ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, რომელსაც ბედის ირონიით “გამარჯვების ქუჩას“ ეძახიან, მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობენ და ერთმანეთს, ძირითადად, საღამოობით ხვდებიან. ესტებანი ფანჯრიდან ხედავს, როგორ შემოდის სადარბაზოში ლექციებიდან დაბრუნებული მისი ახალგაზრდა მეგობარი და ფანჯრიდანვე უქნევს ხელს. ბატონი ესტებანი მოხუცი მეცნიერია, რომელიც დღეს ვენესუელაში აღარავის სჭირდება და არც მისი “ცოტა სხვანაირი იდეები“ ეხატება ზოგიერთს გულზე. ფერნანდო კი სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობს, საიდანაც ბატონი ესტებანი უგო ჩავესის აუგად ხსენებისათვის დაითხოვეს.

19:21 | 17 ივლისი, 2011

ევროპა ჟოზეს იმედად...

ევროპაში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას ქომაგები მოუთმენლად ელიან. თითქმის ყველა, დიდი თუ პატარა ევროპული კლუბის გულშემატკივარი, ახალ სეზონს, ბუნებრივია, დიდი იმედებითა და ოპტიმიზმით ელის. მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლავს ერთგვარი შიში, რომელსაც სახელად “ბარსელონას” სინდრომი” შეიძლება დავარქვათ და ეს შიში განსაკუთრებულად მწვრთნელებისა და ფეხბურთელების საუბრებიდან გამოსჭვივის.

10:31 | 11 ივლისი, 2011

რა დააშავეს რეგიონებმა?

იყო დრო, როდესაც ქართულენოვან სპორტულ არხებზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო. ამის მიუხედავად, უშუქობის, უპურობისა და ლამის უყველაფრობის ხანაში, რაღაც მანქანებით მაინც ვახერხებდით სასურველი მატჩების ნახვას და თუკი, გასულ ოცწლეულში გულშემატკივრებს რაიმე კარგის გახსენება შეგვიძლია..

14:03 | 04 ივლისი, 2011

გიჯას შვილები

იგივე ქვეყანა, იგივე ხალხი, იგივე შემართება და ფეხბურთისადმი სიყვარული... მაგრამ მაინც, თითქოს რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს... სამოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ურუგვაის ნაკრებმა 1950 წელს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. ამ დროის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთში იმდენი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, კაცი ვერ ჩამოთვლის. 

17:45 | 25 ივნისი, 2011

ჩვენი ბრძოლა

კორუფცია, გაყიდული და ჩაწყობილი თამაშები, ტოტალიზატორებთან შეკრული გუნდები – ეს ის პრობლემებია, რომლებმაც თანამედროვე ფეხბურთში თავი ახალი ძალით იფეთქა და როგორც აღმოჩნდა, ამაში სხვა ქვეყნებს არც საქართველო ჩამორჩა. 

11:37 | 20 ივნისი, 2011

ნეიმარი და ინგლისელები

დაგვღალეს, გამოგვხრეს, შეგვჭამეს, აგვაფეთქეს... დიდ ტალანტად დასახული ბრაზილელი ახალგაზრდა ფეხბურთელის – ნეიმარის ბედითა თუ უბედობით ლამის მთელი ჩვენი პლანეტა სწუხს და არა და არ დაადგა საშველი მის ევროპაში წამოსვლას. ამასწინათ, დავითვალე და ბოლო 2 წლის განმავლობაში, ევროპელი ჟურნალისტები ამ ბრაზილიელი ყმაწვილის ბედს ერთბაშად თორმეტ ევროპულ კლუბთან აკავშირებდნენ.

14:59 | 13 ივნისი, 2011

ჩვენი ქალაქის აივნები

აივნები ჩვენი ქალაქის სულის ნაწილია და თბილისის ძველ თუ ახალ უბნებში, ყველა აივანი თავის ისტორიას ატარებს. აივნები, საიდანაც მილიარდობით სიგარეტი გადაფერფლილა, სადაც კუბოს თავსახურებიც გვინახავს მიყუდებული და ლამაზი გოგონებიც, რომლებიც თითქოს სწორედ აივანზე დგომისას არიან ყველაზე ლამაზები და განსაკუთრებულები.

<< პირველი<< წინა7172737475767778798081შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.334763