10:01 | 22 ოქტომბერი, 2010
ტაში და ჭიტლაყიროგორც ჩემი კოლეგების უმეტესობას, მეც სიკვდილივით მეჯავრება ჩვენი ნაკრების დამარცხების შემდეგ წერა. ჟურნალისტებზე გამწყრალ ხალხს, უმეტესად კი, ფეხბურთელების მამა-დეიდა-ახლობელ-მეზობელ-ბიძებს ჩვენთვის არაერთხელ წამოუძახებიათ, რომ თითქოს ცუდ ამბებს სპეციალურად დავეძებთ, რათა მერე მავანთ ”ძირი გამოვუთხაროთ” და ამით გახარებულები, ხელების სიამით ფშვნეტას მოვყვეთ. არადა, სიმართლეზე მეტია ის, რომ საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების აზერბაიჯანის გუნდთან მარცხის შემდეგ, ხელების ფშვნეტა კი, არა, ტუჩების კვნეტა უფრო მოგვიხდება ჟურნალისტებსაც, ქომაგებსაც, ფეხბურთელებსაც და უპირველესად იმ ხალხს, რომლებიც საკუთარი ნათესავი ფეხბურთელების მტრებად და “სისხლის ამღებებად” გვთვლიან.
10:44 | 16 ოქტომბერი, 2010
გარეუბნელი დემონებიპარიზის არაბრჭყვიალა გარეუბნებში, ლიონის ღარიბთა უბნებსა და მარსელის პორტის ჩაჟამებულ დოკებში, არასოდეს არ წავა არც ტურისტი და არც ფრანგ ჩინოსნებთან ხელის ჩამორთმევაზე თვალებდაჭყეტილი ჰალსტუხიანი ტიპი. ტურისტებმაც და ფრანგებმაც კარგად იციან, რომ ამ ადგილებში “დემონები“ ბუდობენ. დემონები კი, თეთრშორტებიან ტურისტებსა და ჰალსტუხიან პოლიტიკოსებს არასოდეს უყვარდათ. ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი, პარიზის ტაძარი, პირამიდა... აი, ადგილები, სადაც გამუდმებით თინეიჯერთა ჟრიამული და ფოტოაპარატების ჩხაკუნია.
11:05 | 08 ოქტომბერი, 2010
იმედიანი შემოდგომაგადასარევი რამაა ეს შემოდგომა. მით უმეტეს, თუკი სადმე ლამაზ სოფელში ხარ, სადაც ყველაფერს ყურძნის სუნი უდის და საფერავის დაწურვისაგან ხელებგაშავებული ჯეელებით დაწყებული, შემჭკნარფოთლებიანი ხეების ძირში მჯდომი მოხუცებიც კი რთველზე, მოსავალზე, ბარაქაზე, ქორწილებზე და სულ კარგ რამეებზე ლაპარაკობენ.
11:47 | 27 სექტემბერი, 2010
ცოტა რამ გერმანიაზემიუნხენში, “ოლიმპიანშტადიონის” ახლოს, მეტროპოლიტენის ჩასასვლელთან მჯდომი და ტამტამებზე ბრახუნით ფულის მშოვნელი ამერიკელი ინდიელის შესამოსელში გამოწყობილი პუტკუნა გერმანელის აზრით, “გერმანია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ნამდვილი თავისუფლების არსი ყველაზე კარგად ესმით და მიუნხენი სწორედ თავისუფლების ქალაქია”. გერმანელებზე გამწყრალი კაცი ამის საპირისპირო მოსაზრებას ყოველთვის გამოქვამს და იმასაც დასძენს, რომ ჰამბურგთან ერთად, სწორედ მიუნხენში “დავაჟკაცდა” კაცობრიობის უსაშინლესი სენი – ფაშიზმი.
10:58 | 18 სექტემბერი, 2010
ოსმალეთამდე არც ისე შორიათურქეთში შოთა არველაძის მწვრთნელის რანგში წარმატებული მოღვაწეობის დაწყების შემდეგ, საქართველოში, ბუნებრივია, განსაკუთრებით გაიზარდა თურქული ფეხბურთისადმი ინტერესი. ამაზე, თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ თბილისში ბევრმა ქომაგმა დაიწყო ფულის შეგროვება, რათა ერთხელ მაინც შეძლონ თურქეთის პატარა ქალაქ კაისერში ჩასვლა და შოთას მიერ დამოძღვრილი “კაისერსპორის” რომელიმე მატჩის ხილვა.
09:45 | 17 სექტემბერი, 2010
უპასუხისმგებლობა და ფეხებზემკიდიაობაუპასუხისმგებლობა და ფეხებზემკიდიაობა ის დაავადებებია, რომლებიც ქართულ სპორტს ყოველთვის სჭირდა და არაერთხელ მომხდარა, რომ სწორედ ამ სენის გამო, ვერ და არ მიგვიღწევია მნიშვნელოვანი წარმატებისათვის. ის, რაც იაპონიაში ქართველ ძიუდოისტებს შეემთხვათ, მხოლოდ ამირან ტოტიკაშვილის ბრალი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, უპირველესად, სწორედ ნაკრების მთავარი მწვრთვნელი იყო მოვალე, რომ ელემენტარულად მეტი ყურადღება გამოეჩინა და ირაკლი ცირეკიძე რაიმენაირად ტატამამდე მიეყვანა, მაგრამ ეს ხომ პირველი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა... ამ დროს ყველას, რა თქმა უნდა, აწონვაზე დაგვიანებული დავით ხახალეიშვილი გაგვახსენდება, რომელიც ატლანტის ოლიმპიადაზე ოქროს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო. მაშინ, ამის გამო არავინ დასჯილა.
15:33 | 11 სექტემბერი, 2010
ევროკალათბურთმა “ჯეირანას” სინდრომი დასძლია!5 სექტემბერს, ქართული სპორტისათვის არამხოლოდ ამ თვის, ალბათ მთელი 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. “ფიბას” გადაწყვეტილებით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, სხვა კიდევ 5 ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე დაუშვეს და ახალ, 24-გუნდიან ევროპირველობაზე, პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში “ჯვაროსნებიც” მიიღებენ მონაწილეობას.
13:11 | 09 სექტემბერი, 2010
ჩაწყობით აუწყობელი ქვეყანარამდენიმე დღის წინ, ტყიბულში ვიყავი და საქართველოს თასის 1/16 ფინალის “მეშახტე”-”ჩიხურას” თამაში ვნახე. პატარა ქალაქების პატარა გუნდების შეხვედრას ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული “მუღამი” და სწორედ ამ “განსაკუთრებულის” ხილვის სურვილმა მიმიყვანა ტყიბულის იავარქმნილ და დანგრევის პირას მისულ, ერთ დროს კი მართლაც ლამაზ სტადიონზე.
09:49 | 01 სექტემბერი, 2010
ჩვენ ისევ გვჯერა!სულ მალე, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპში ჩაებმება. ამჯერად, ოპტიმისტი ქართველი ქომაგი უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე ჩვენი გუნდის ხილვის ოცნებით აღივსება და ეს უკვე მერამდენედ ვირწმუნებთ, რომ ჩვენი გუნდი არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ჩატარებული მატჩებით გამოჩნდა და არც ისეთი უნიათო ხალხი ვართ, როგორც ამას ჩვენი პესიმისტი თანამემამულეები გაიძახიან ყოველი შესარჩევი ეტაპის წინ. როგორც ამასწინათ ერთმა ზესტაფონელმა ტაქსისტმა მითხრა: “მაი ქეცბაია რომაა ჩვენი “ტრეინერი”, იმიტომ ვართ ასთე იმედიანად, თვარა, რავარი ბედოვლათებიც ვართ, ეგი ხომ ისედაც გასაგებიაო”.
09:41 | 24 აგვისტო, 2010
წასულების წარსულიკატარი, საემიროები, ქუვეითი, აშშ, იაპონია – ეს ის ქვეყნებია, სადაც ცნობილი ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი ფეხბურთელები ხშირ შემთხვევაში კარიერას ასრულებენ და ამას უპირველესად კარიერის მიწურულს, ჯიბის ამოსავსებად სჩადიან. ერთი შეხედვით, დასაძრახი მათ საქციელში რა თქმა უნდა არაფერია და ყველა წარმატებულ ევროპელ ვარსკვლავს აქვს უფლება, რომ საუდის არაბეთის, ანდა ქუვეითის კლუბებში გარჯით, მშვიდი “პენსია” გაინაღდონ. მით უმეტეს, რომ ამ გუნდებში სავარჯიშო დატვირთვაც ნაკლები აქვთ და იმაზე ფიქრის დროც რჩებათ, თუ რას გააკეთებენ კარიერის საბოლოოდ დასრულების შემდეგ.
10:30 | 21 აგვისტო, 2010
როგორ უნდა გახდეს ქართული სპორტი მომგებიანი?ალბათ, ბევრ ქართველ სპორტის მოყვარულს აწუხებს კითხვა: როგორ უნდა გახდეს საქართველოში სპორტი იმდენად მომგებიანი სფერო, რომ მასში ბიზნესმენებმა ფული მოგების იმედად ჩადონ და სპორტისათვის კონკრეტული ბიზნესმენის დაინტერესება, არ განიხილებოდეს, როგორც კეთილშობილური ჟესტი, ანდა კიდევ, უფრო უარესი – წყალობა! რეალობა კი გვაჩვენებს, რომ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენები სპორტს სათოფეზე არ ეკარებიან და თუკი ვინმე რომელიმე სახეობას (უმეტესად, ნაკრებ გუნდებს) დააფინანსებს, ეს როგორც წესი, განპირობებულია ბიზნესმენის კონკრეტული სახეობისადმი პირადი ინტერესითა და სიყვარულით.