10:20 | 22 ივნისი, 2010
ვერონი და მე“განა მე არ ვიცი კაცო, სხვებს უფრო ჯან-ღონიანად უთრევიათ ბურთიცა და მცველებიცა, მაგრამ, აგერ უკვე 54 წლისა შავსრულდი, ავიც ბევრი მინახამს და კარგიც. თქვენა რა? მარტო ტელევიზორსა ხართ მიჩერებული და ტელევიზორის მიღმა ღრიალებთ და ბზუიხართ აფრიკელებივითა. მე კიდევა, ყიფიანის თამაშიც სტადიონზე მინახამს და სტრელცოვისაცა. ეგ კი არა, ხიდიატულინი და ზავაროვი არ მინახამს რო?! მაგრამა, ხომ გეუბნები რა, ვერონი რომ არის, ეგრე არავინ მამწონებია და ალბათ, არც მამეწონება.
10:32 | 14 ივნისი, 2010
მუნდიალი და გეოგრაფიამაშინ, როდესაც ევროპასა და სამხრეთ ამერიკას ფეხბურთი ერთგვარად მონოპოლიზირებული ჰქონდათ და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე აფრიკის, აზიისა და ცენტრალური ამერიკის გუნდები დამთრგუნველად დიდი ანგარიშით მარცხდებოდნენ, ბევრი ამბობდა: არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს საფეხბურთო თვალსაზრისით “მეორეხარისხოვანი” კონტინენტების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა და მათ ნაცვლად, ევროპული და სამხრეთამერიკული ნაკრებების დამატება უფრო საინტერესოს გახდის მსოფლიოს ჩემპიონატსო.
10:44 | 09 ივნისი, 2010
აფხაზური “დუ-შაში”კარგი რამ არის დომინო. მითუმეტეს ზაფხულში, მითუმეტეს თბილისში და მითუმეტეს მეგობრებთან ერთად თუ თამაშობ. მაგრამ, როდესაც გაიგებ, რომ ოკუპირებულ სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, შეიძლება ამ თამაშისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგო. არაფერ უცნაურს არ ვამბობ. ამ ცოტა ხნის წინ, რუსული საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და რუსებს თუ დავუჯერებთ, ამ უცნაურ ტურნირს, არც მეტი, არც ნაკლები, ლას-ვეგასის ცნობილი კაზინოთა ქსელი ატარებს.
13:00 | 07 ივნისი, 2010
ოფიცერ ბარაბაძიდან ფეხბურთელ ბარაბაძემდე......და აჰა, ფართოდ გამოაღეს “ეროვნული სტადიონის” ცენტრალური ჭიშკარი და პატარა ბიჭ-ბუჭები, ძველი ჩვეულებისამებრ, ჭიშკარში მდგომ პოლიციელებს მხარიღლივ გაუსხლტნენ და ჩრდილოეთ ტრიბუნისაკენ გაჰქუსლეს.
10:29 | 01 ივნისი, 2010
"უწმინდური მარტინის" ზღაპრებითავის ჯეელობაში, მარტინ პალერმოს ნათქვამი აქვს, რომ მისი საყვარელი გართობა ზღაპრების კითხვაა და თუკი, თავისუფალი დრო აქვს, უსაქმურად ყიალს, დივანზე წამოდრანგვა და ზღაპრების წიგნის ფურცვლა ურჩევნია.
10:37 | 30 მაისი, 2010
ჟოზე რომ ქართველი იყოსროდესაც სახლში დაღლილი და ოდნავ გაბოროტებული ბრუნდები, განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება, სახლთან ახლომდებარე მინი-სტადიონზე წასვლა და უბნის ბავშვების ფეხბურთის თამაშის ცქერაა. ზიხარ შენთვის და შესცქერი ბავშვებს, რომლებიც დაუზარელად ღვრიან ოფლს და თან დიდი ფეხბურთელის სახელებსაც ითითოვებენ. 11 წლის ლაშა კრიშტიანუ რონალდუობას იჩემებს, პატარა ლუკას ლეო მესიობაზე აქვს პრეტენზია, კარებში ჩამდგარი პუტკუნა გიორგი კი, ჯანლუიჯი ბუფონობაზე დებს თავს. ჩვენი ბავშვობიდან მოყოლებული ასე იყო, უბრალოდ ბავშვების კუმირების სახელები შეიცვალა და სხვა არაფერი...
09:48 | 17 მაისი, 2010
ვითომ, უბრალო ამბავიმალტასთან ახლოს მდებარეობს ციცქნა კუნძული, სახელად გოცო, რომელიც ტერიტორიულად მალტასვე ეკუთვნის. რით შეიძლება გამხდარიყო კუნძული გოცო ქართველებისათვის საინტერესო? ძალიან ბევრიც რომ იფიქროთ, მაინც გაგიჭირდებათ ამის მიხვედრა... 31 მაისიდან ექვს ივნისამდე, კუნძულ გოცოზე იმართება უცნაური სახელწოდების საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც viva world cup-ი ჰქვია. ამ ტურნირზე, არაღიარებული ე.წ. სახელმწიფოების, ე.წ. საფეხბურთო ნაკრებები მონაწილეობენ (მთიანი ყარაბახი, ბასკეთი, დნესტრისპირეთი, ჩეჩნეთი და სხვა... თუმცა რამდენი ე.წ.-ც არ უნდა ვიძახოთ, ფაქტია, რომ ტურნირის ფრანგ ორგანიზატორს, ვინმე ჟან ლუკ კიტის, ეს ყველაფერი... რბილად, რომ ვთქვათ, დიდად არ აღელვებს.
10:12 | 14 მაისი, 2010
“კიჭას” მაგიაბრაზილიაში ხშირად ხუმრობენ ხოლმე: რონალდოს რამდენიც საყვარელი ჰყავს, იმდენი ფული რომ ჰქონდეს, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი იქნებოდაო. რონალდო ის კაცი არ არის, ხუმრობაზე რომ ბრაზდებოდეს. ჭეშმარიტი ლათინომერიკელის მსგავსად, მასაც მხიარული ადამიანის სახელი აქვს გავარდნილი. თუმცა, მხოლოდ ქალებზე და კარგ ხასიათზე როგორ უნდა ვისაუბროთ, როდესაც რონალდოზე ვლაპარაკობთ...
10:03 | 07 მაისი, 2010
“ვაშლი და შაქარა” უკრაინულადპოლონეთსა და უკრაინაში 2 წლის შემდეგ გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გარშემო, ბოლო დროს მრავალი გაურკვევლობა წარმოიშვა. ევროპული სპორტული გამოცემები სულ უფრო ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე, უეფასადმი მიცემულ პირობებს ძალიან ცუდად და წელათრევით ასრულებს, რის გამოისობითაც, უეფას ფრანგი პრეზიდენტი უკრაინელებს უკვე ორჯერ დაემუქრა – თუ სტადიონებისა და სასტუმროების შენებას არ დააჩქარებთ, ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსს დაემშვიდობეთო.
10:10 | 26 აპრილი, 2010
ბიჭები ავტობაზრობიდანცოტა ხნის წინათ, ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ცოტა უცნაური ადამიანი გავიცანი, რომელიც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას ისეთი დიდი მოლოდინით მოელის, რომ საკუთარ სამუშაო კომპიუტერში მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილი დღეებისა და წამების უკუღმა მთვლელი დიდი ციფერბლატი აქვს დაყენებული და როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩის დაწყების ჟამი ჩამოჰკრავს, მისი კომპიუტერის დინამიკებში გერმანიის ეროვნული ჰიმნი გაისმება (ადვილი მისახვედრია, ვისი ქომაგიც ყოფილა).
10:01 | 23 აპრილი, 2010
ამოუცნობი “ინტერი”მილანის “ინტერნაციონალე” ის კლუბია, რომელიც ლამის დაარსების დღიდანვე გრანდად იქცა, მაგრამ იტალიური ფეხბურთის სახედ და სიმბოლოდ კი ვერა და ვერ დამკვიდრდა. “ინტერის” მართლაც რომ ბრწყინვალე საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში, ამ კლუბმა “სკუადრა აძურას” და არამხოლოდ მას, უამრავი მეგავარსკვლავი გაუზარდა. ამ კლუბში არაერთი დიდებული მწვრთნელი და გონიერი საფეხბურთო ფუნქციონერი მოღვაწეობდა...