10:08 | 01 თებერვალი, 2010
იგე, თუ არ შაგვძლებია!ჩვენ რომ გვყავს, იმდენი ცრუ წინასწარმეტყველი, ალბათ, ქრისტეშობამდელ ისრაელშიც კი არ იქნებოდა. პოლიტიკურ ცრუწინასწარმეტყველებებს თავი რომ დავანებოთ, მარტო სპორტში იმდენი “მკითხავ-მჩხიბავია”, ყველას თვლას რომ მიჰყვე, სათვალავი აგერევა. სპორტული პროგნოზის გაკეთებას რა უნდა? რკინისსაზურგიან სკამზე ხარ დაშხოშიანად წამოწოლილი, ღეჭავ საწერი კალმის ბოლოს, თუ მწეველი ხარ, აბოლებ სიგარეტს და ამ დროს შენთან მოდის ორი, შენსავით დაღეჭილკალმიანი კაცი, რომლებსაც, რატომღაც, მათზე ჭკვიანად მიაჩნიხარ და დიდის მოკრძალებით გთხოვენ მარჩიელობას; რომელიმე მატჩისა თუ ტურნირის შედეგის გამოცნობას.
10:35 | 27 იანვარი, 2010
ერთად ყოფნის ძალადიდი მოლოდინისა და წვალების შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A დივიზიონის წევრი გახდა. ქართველ გულშემატკივარს ეს სიხარული, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არ განელებია. თუმცა, ამაზე უფრო დიდი მოლოდინები, ამბიციები და იმედები სულ ცოტა ხნის წინათ გაგვიჩნდა, როდესაც მიუნხენში გამართული კენჭისყრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არცთუ რთულ ჯგუფში მოხვედრილ "ჯვაროსნებს", არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც კი ხელეწიფებათ...
12:54 | 20 იანვარი, 2010
ტაბლოიდების ალყაშიროგორი უნდა იყოს ფეხბურთელი, რომ მუდმივად არასპორტული, ყვითელი პრესის ფურცლებზე გამოიჭიმოს? უპირველესად, რა თქმა უნდა, წარმატებული, თუმცა, მხოლოდ წარმატებულობა და საფეხბურთო მოედნებზე ოფლის დაუზარელად ღვრა, ვერანაირად ვერ იქნება ფეხბურთელის “გაყვითლების” მიზეზი. აგერ, ავიღოთ თუნდაც ლეო მესი. განა ვინმე დაუწუნებს ჩია არგენტინელს გარჯას, ტალანტსა და მონდომებას? მაგრამ ევროპელ ტაბლოიდებს რესპოდენტი მესი მაინცა და მაინც არ მოსწონთ, რადგან ლეო სრულიად არასკანდალური, წყნარი და ოდენ ფეხბურთზე მოსაუბრე ყმაწვილკაცია.
09:53 | 13 იანვარი, 2010
მოდი და ნუ შეგშურდება...ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს და თან ჯგუფში, არც მეტი, არც ნაკლები, ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება, უპირველესად, მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთის თამაში უკიდურესად არადემოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის პირობებშიც კია შესაძლებელი. ჩრდილოეთ კორეა ის ფენომენია, რომელზე საუბრის დროსაც, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველებიც კი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, რამეთუ სოციალისტური კორეა ერთ-ერთ იმ იშვიათ ქვეყანათაგანია, სადაც წერილის გაგზავნაც კი, ძნელი ამბავია (ინტერნეტზე და მსგავს სიამეებზე ხომ საუბარიც კი სასაცილოა) და ჩრდილოკორეელთა დიდმა უმრავლესობამ, დანარჩენ მსოფლიოზე, ფაქტობრივად, არაფერი იცის.
10:25 | 09 იანვარი, 2010
მოსაკითხი დელ პიეროსათვისსამი წლის წინ, ახალი წლის წინა დღეებში, ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ალესანდო დელ პიეროს დიდი გულშემატკივარია, ინტერნეტის საშუალებით “დელპოს” ტურინული მისამართი გაიგო, ნათესავს ხურჯინი მოაქსოვინა, შიგნით ჩურჩხელები, ქართული ღვინო, კარალიოკის ჩირი და ასეთი წმინდა ქართული რამე რუმეები ჩააწყო და დაზღვეული ამანათით მთელი ეს ხორაგი წერილითურთ დელ პიროს გაუგზავნა.
11:34 | 04 იანვარი, 2010
კულინარიული ცდუნებანიარავინ იცის, ვინ უფრო საბრალოა, უარმიო გენერალი, თუ გურმანი და სმა-ჭამის მოყვარული, მაგრამ დიეტაზე მჯდომი სპორტსმენი. მეტადრე თუკი სპორტმენი ქართველია და საცივ-ხინკალ-ბოზბაშ-ჩახოხბილები აქვს გასინჯული. საკუთარი წონის კონტროლი მოჭადრაკეების გარდა, თითქმის ყველა სახეობაში მოღვაწე სპორტსმენების ერთ-ერთი უპირველესი ვალია. და არა მხოლოდ ვალი... არ დაიცავ დიეტას და იმხელა ღიპის მფლობელი გახდები, ბურთის დევნა კი არა, ჩამუხვლაც კი დაგეზარება. გამოსავალიც არსაიდან ჩანს.
09:57 | 29 დეკემბერი, 2009
იმედების დღესასწაულიახალი წელი ქართველებისთვის მართლაც იმედების დღესასწაულია. სწორედ ამიტომაც ამბობენ, რომ ეს დღე ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ და ახალი წელი პატარების დღეაო. ჰოდა, რაკი ახალი წელი უპირატესად ბავშვების დღეა, ამ დღეს ყველა ცოტათი მაინც უნდა გავბავშვდეთ, საახალწლო ოცნებებსა და სურვილებს მეტი გასაქანი მივცეთ და ვიოცნებოთ იმაზე, რომ 2010 წელი ქართული სპორტისთვის იმაზე ბევრად წარმატებული იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა, პროგონოზირება და ვარაუდების გამოთქმა შეგვეძლო.
11:08 | 21 დეკემბერი, 2009
უკეთესის მოლოდინშიროდესაც წელიწადი მთავრდება, ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანები წლის შედეგებს აფასებენ და წლის ავ-კარგის “დაჩოთქვაც” იწყება. მიწურული 2009, ქართულ სპორტში, უდავოდ, ერთ-ერთი საინტერესო წელი იყო და თუკი გასული წლის ნომინანტებისა და მოვლენების შერჩევას დავიწყებთ, 2009 წლის ყველაზე დიდ გამარჯვებად, გნებავთ დიდ მიღწევად, ქართველი მორაგბეების შესანიშნავი ასპარეზობა შეიძლება დასახელდეს. წლის პირველ მესამედში საქართველოს ნაკრები, არსებობის ისტორიაში, პირველად გავიდა მსოფლიო სარაგბო რეიტინგის მე-13 ადგილზე.
10:11 | 18 დეკემბერი, 2009
მომთმენი მოგებულია!რუქნადინის მიერ თამარ მეფისადმი გაგზავნილ წერილში არ იყო იმხელა ბოღმა და ცინიზმი, როგორც “ლივერპულის” ქომაგების მიერ რაფა ბენიტესისადმი მიწერილ უსტარში. ერთი სიტყვით, სრულიად ლივერპულს ყელში ამოუვიდა ლოყაწითელი ესპანელის გუნდის მარცხების სერია და მოუწოდებენ, საიდანაც ჩამოსულა, ისევ იქ დაბრუნდეს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, აღარავის ახსოვს, მწვრთნელების დამსახურება და ძველი დიდების კოცონიდან, მინავლებული ნაკვერჩხალიც კი ყველას ავიწყდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გამყვანი მწვრთნელის დაფასებას ვერ მოსთხოვ დღევანდელი დღით მცხოვრებ ზოგიერთ ევროპელ ქომაგს, რომელსაც ხშირად მთელს წარსულ ბრწყინვალებას, მომავალ სათასო მატჩში “ქრიუს” ძლევა ურჩევნია. პრაგმატიკოსი კაცისთვის ავტორიტეტები, ან გაყვითლებული წიგნებიდან უნდა იმზირებოდნენ, ანდა დღესაც წარმატებულნი უნდა იყვნენ. მოქმედ წარუმატებელ მწვრთნელს კი, წარსული დიდების დავიწყება და გინებათა ქარაშოტი გარანტირებული აქვს.
09:45 | 14 დეკემბერი, 2009
"დედაშვილობა" სამხრეთ აფრიკაში“ცხოვრება ძალზედ ხანმოკლეა იმისთვის, რომ ადამიანმა ცუდი ღვინო დალიოს” - სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ, რატომღაც ეს სიტყვები გამახსენდა. ალბათ, იმიტომ, რომ ფეხბურთის მოყვარულ ხალხს ცხოვრება ბევრად უფრო ხანმოკლედ მოეჩვენებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატიდან მომდევნო ჩემპიონატამდე არსებულ 4-წლიან ციკლს ისევ და ისევ მომავალი ჩემპიონატის ხილვის სურვილი და ამ სურვილის თანმხლები, სიამოვნებისაგან ხელების ფშვნეტა რომ არ ავსებდეს.
10:50 | 07 დეკემბერი, 2009
მეწამლიები“გეიგე, ჩვენს ფეხბურთში რომ მეწამლიე ხალხი ყოფილა?” “შენც ახლა რამე ახალი არ მითხრა... მაი ამბავი ხომ ყველამ იცოდა”. “ჰოდა, თუ ყველამ იცოდა, რეიზა არ გაამხილეს? შეეშინდათ თუ რაია?” “ახლა თუ გაამხილეს, გგონია რამე შეიცვლება? გასკვანჩავენ 2-3 კაცს, დეიწყება ერთი ოცობოდია და ბოლოს ყველაფერი ისევე გაგრძელდება რავარც აქამდე იყო” - ეს დიალოგი თბილისი-ფოთის მატარებელში ორ ახალგაზრდა იმერელ ბიჭს შორის შედგა. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ ამ ორ ყმაწვილკაცს, ისევე როგორც ქართველი გულშემატკივრების დიდ ნაწილს, ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს აგორებულ ნარკო-სკანდალთან დაკავშირებით ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ და ფიქრობენ, რომ სიტუაციის გამოსწორება არათუ ძნელი, დიდი შანსია, შეუძლებელიც კი იყოს...