10:15 | 16 აგვისტო, 2010
ბულგარელი ქართველები, ანუ ქართველი ბულგარელებიბავშვობაში ერთ ბულგარელ ბიჭს ვიცნობდი. ბულგარელს წარმოშობით, თორემ მგონი მისალმების გარდა, ბულგარულად ერთი სიტყვაც კი არ იცოდა. ის კი არა, მგონი ბულგარეთში მამამისიც კი არ იყო მანამდე ნამყოფი.
11:46 | 15 აგვისტო, 2010
ვისია ფეხბურთი?ადამიანი კარგა ხანია მიეჩვია საზოგადო და გაბატონებული აზრის ტყვეობაში ცხოვრებას. ეს შეხედულებები, თანდათან, ერთგვარ დოგმატურ კლიშეებად ჩამოყალიბდა და მათი ეჭვქვეშ დაყენება, ხშირად ლამის უზნეობადაც კი ითვლება.
10:34 | 13 აგვისტო, 2010
პელე და ქართველებიროგორც საფეხბურთო წრეებში ცნობილი პერსონა ნიკო პატარქალიშვილი ირწმუნება, შემოდგომაზე საქართველოში “ფეხბურთის მეფედ” მიჩნეული პელე უნდა ჩამოვიდეს. გემახსოვრებათ, პატარქალიშვილმა 2 წლის წინ, თბილისში დიეგო მარადონაც ჩამოიყვანა, თუმცა მარადონას ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მაშინდელ ჩვენთვის არცთუ საამაყო ფაქტების გახსენებას, ახლა ნამდვილად არ ვაპირებთ.
10:53 | 07 აგვისტო, 2010
საჭიროა თუ არა სკოლაში ფიზკულტურის სწავლება?საქართველოს სკოლებში ფიზკულტურის (სპორტული აღზრდის), როგორც სასწავლო საგნის პოპულარიზაციაზე, ბოლო დროს მხოლოდ ვიწრო წრეებში თუ საუბრობენ. თუმცა, ეს საკითხი თავის გამოსვლაში რამდენჯერმე საქართველოს პრეზიდენტმაც კი ახსენა.
10:27 | 04 აგვისტო, 2010
საზოგადოებრივ მაუწყებელს “ზესტაფონი” მიავიწყდაკარგა ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველოში ერთი განსაკუთრებული საფეხბურთო კლუბი – თბილისის “დინამო” თამაშობდა, სხვა გუნდები კი “დინამოს” ფეხბურთელებით მომმარაგებელ ერთგვარ ფარმ-კლუბებს წარმოადგენდნენ.
10:27 | 31 ივლისი, 2010
მარადონამ თავზე ხელი აიღომთელი მსოფლიო მოიარა ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ესალმება დიეგო მარადონა ცხინვალის არაღიარებული რესპუბლიკის არაღიარებულსავე პრეზიდენტს და დიეგოს ფოტოზე ისეთი გამომეტყველება აქვს, ალბათ, დაზუსტებულად არც იცის, ვინ არის ეს კოკოითი და რა უნდა მისგან.
10:45 | 25 ივლისი, 2010
დიდი გამარჯვება სეპარატისტული გაგრძელებებითმსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ახალი ჩემპიონი ჰყავს! ესპანეთის ნაკრებმა დამსახურებულად დაისაკუთრა ოქროს თასი და მომავალი 4 წლის განმავლობაში, პირენელები ჩემპიონის ტიტულს ატარებენ. წლევანდელ ფინალში ინგლისელი მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ბევრი ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრები არ არის ღირსეული ჩემპიონი და ამ ტიტულს ჰოლანდია უფრო იმსახურებდა. მსგავსი საუბრები, რა თქმა უნდა, ჩრდილს ნამდვილად ვერ მიაყენებს პრაქტიკულად მთელი ჩემპიონატის განმავლობაში შესანიშნავად მოთამაშე ესპანეთის ნაკრებს.
16:01 | 11 ივლისი, 2010
რვაფეხიანი იმედირვაფეხა (Octopus vulgaris), რბილტანიანთა ტიპის თავფეხიანი მოლუსკი. გავრცელებულია ოკეანათა და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთით ვრცელდება შოტლანდიის სანაპიროებამდე, ხოლო სამხრეთით - ავსტრალიამდე. თავზე აქვს 8 გრძელი „ხელი“ (წარსულში „ხელი“ ფეხად იყო მიჩნეული და აქედან წარმოდგა ცხოველის სახელწოდება) თავისი მისაწოვრებით. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით, თვითონ რვაფეხას ჭამენ ზღვის ძუძუმწოვრები, ზოგიერთი ფრინველი და თევზი. რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. განაყოფიერება შინაგანია. ზოგ ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ.
11:02 | 08 ივლისი, 2010
გლოვის 24 წელიაქამდე, არგენტინის ნაკრებს, უმეტესად, საშუალო ასაკის ადამიანები, ანუ ის ხალხი გულშემატკივრობდა, რომლებსაც საკუთარი თვალით ენახა დიეგო მარადონას თამაში და “ალბისელესტეს” ქომაგობაც იმ ნათელ და მათთვის ლამაზ წლებში გადაეწყვიტათ. ეს 2006 წლის მუნდიალის წინაც დადასტურდა, როდესაც ერთ-ერთმა ქართულმა სოციოლოგიურმა კვლევითმა ცენტრმა სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ საქართველოში არგენტინის ქომაგთა საშუალო ასაკი 40 წელია, მაშინ როდესაც სხვა ნაკრებების ქომაგთა ასაკი მეტად ჭრელი და არაერთგვაროვანია.
09:54 | 04 ივლისი, 2010
ბახრამოვის მემკვიდრეებისხვისი ნივთის მოპარვის სურვილი ცხოვრებაში პირველად ამ რამდენიმე დღის წინ გამიჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ჩაჟამებული ლუდხანის წინ გამოკიდებული მტვრიანი, დასვრილი და დაჭმუჭნული ინგლისის დროშა დავინახე. ამ ლუდხანაში, ბუნებრივია, დიდი ტელევიზორი ედგათ და მეპატრონეებმა ლუდხანის კარებთან ინგლისის დროშა ქომაგების მისაზიდად დაჰკიდეს. ინგლისის ნაკრების ქომაგი არასოდეს ვყოფილვარ და გარწმუნებთ, არც მომავალში ვაპირებ ამ სარისკო ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ის დროშა ისე უმწეოდ და საცოდავად ეკიდა, მისი მოპარვა, სახლში წაღება, გარეცხვა-გაუთოვება და შემდეგ ინგლისის ქომაგი მეგობრისათვის ჩუქება, გულში მართლაც გავივლე. რას ვიზამთ, ვერ გამოვდექი მელიტონ ქანთარია და ის დასვრილ-დაჭმუჭნული დროშა ახლაც ისევ იქ ჰკიდია.
11:45 | 29 ივნისი, 2010
ჭინკები სამხრეთაფრიკულად2000 წლის ევროპის ჩემპიონატი, ბოლო ათწლეულებში, ალბათ, ერთადერთი დიდი საფეხბურთო ღონისძიება იყო, როდესაც ტოტალიზატორის მოთამაშეებს გაღიმებულს ნახავდით. მაშინ იმდენი წინასწარპროგნოზირებადი მატჩი დასრულდა “სათანადო” შედეგით, რომ არასოდეს დამავიწყდება ერთ-ერთი ტოტალიზატორის მფლობელის ცრემლმორეული ხმა და სიტყვები: “ესპანეთიდან დაწყებული, საფრანგეთამდე, ყველამ ჩემთვის როგორ მოიცალაო”.