| | |
|
01:38 | 18.08.2021 "შერიფმა" ზაგრების "დინამოს" მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა
ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის ეტაპი დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. მთავარი კი მოლდოვის ჩემპიონის „შერიფის“ წარმატებაა, რომელმაც ზაგრების „დინამო“ 3:0 დაამარცხა და ძალიან ახლოსაა ჯგუფურ ეტაპთან.
| |
19:04 | 06.07.2021 დავით ხოჭოლავა "შახტარს" დაემშვიდობა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა "შახტარს" დაემშვიდობა. 28 წლის მცველმა თავის ყოფილ გუნდს მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა.
|
|
15:37 | 05.07.2021 დავით ხოჭოლავა "კოპენჰაგენთან" ახლოსაა
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა დიდი ალბათობით კარიერას „კოპენჰაგენში“ გააგრძელებს.
| |
19:52 | 03.07.2021 ხოჭოლავას მიმართ "კოპენჰაგენის" ინტერესი სერიოზულია
საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავას დანიური „კოპენჰაგენი“ იწვევს. bt.dk-ის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი პეტერ კრისტიანსენი, როგორც შარშან, ახლაც სერიოზულადაა დაინტერესებული 28 წლის ფეხბურთელით. ...
|
|
23:28 | 30.06.2021 დავით ხოჭოლავამ არჩევანი ბელგიურ და დანიურ კლუბებს შორის უნდა გააკეთოს
საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ შესაძლია მიმდინარე ზაფხულს დონეცკის „შახტარი“ დატოვოს. უკრაინის მედიის ცნობით, ქართველ ფეხბურთელს ორი წინადადრბა აქვს.
| |
18:24 | 16.06.2021 თურქული კლუბი მზად არის ხოჭოლავას სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო გადაიხადოს
საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ შესაძლოა დონეცკის „შახტარი“ დატოვოს. უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელით თურქული „ტრაბზონსპორია“ დაინტერესებული.
|
|
20:09 | 25.05.2021 ხოჭოლავას "შახტარი" იტალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა
დონეცკის „შახტარის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი რობერტო დე ძერბიმ ჩაიბარა. უკრაინული გუნდის ვებგვერდის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
| |
21:51 | 09.05.2021 უკრაინის ჩემპიონატი დასრულდა
2020-21 წლების საფეხბურთო სეზონი უკრაინაში დასრულდა. ჩემპიონი 65 ქულით კიევის „დინამო“ გახდა. მეორეზე დათა ხოჭოლავას დონეცკის „შახტარია“ (54 ქულა).
„დინამო“ მომავალ ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს, ...
|
|
00:03 | 07.05.2021 ხოჭოლავამ სეზონი ტრავმით დაასრულა, მას "შახტარში" მალე იტალიელი მწვრთნელი ეყოლება
დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ ტრავმა მიიღო. უკრაინის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში „შახტარი“ „მინაის“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა, ქართველი მცველი კი ძირითად შემადგენლობაში იყო.
| |
11:07 | 26.04.2021 მირჩა ლუჩესკუმ კიევის "დინამო" 5 წლის შემდეგ გააჩემპიონა
კიევის „დინამო“ უკრაინის ჩემპიონი გახდა - ისტორიაში მე-16-ედ და 2016 წლის შემდეგ პირველად. დედაქალაქურმა გუნდმა „ინჰულეცი“ საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა, ხოლო მისი კონკურენტი „შახტარი“ „ოლექსანდრიასთან“ ...
|