ფეხბურთი

15:37 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა "კოპენჰაგენთან" ახლოსაა

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა დიდი ალბათობით კარიერას „კოპენჰაგენში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის პრაქტუკულად ყველაფერი შეთანხმებულია, თუმცა, ჯერჯერობით ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. ვინაიდან, ხოჭოლავას „შახტართან“ კონტრაქტი აქვს, უკრაინული მედიის ცნობით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის დანიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

„კოპენჰაგენს“ იეს თორუპი წვრთნის, რომელიც ბელგიურ „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას მწვრთნელი იყო.

ქართველ ფეხბურთელს „შახტართან“ კონტრაქტი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ გაახანგრძლივა, 2025 წლამდე აკავშირებს. უკრაინულ გუნდს ის 2017 წელს შეუერთდა და 83 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114441