ფეხბურთი

23:28 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავამ არჩევანი ბელგიურ და დანიურ კლუბებს შორის უნდა გააკეთოს

საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ შესაძლია მიმდინარე ზაფხულს დონეცკის „შახტარი“ დატოვოს. უკრაინის მედიის ცნობით, ქართველ ფეხბურთელს ორი წინადადება აქვს.

ხოჭოლავა ბელგიურ „გენკს“ და დანიურ „კოპენჰაგენს“ დაუკავშირეს და უახლოეს დღეებში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

ქართველ ფეხბურთელს „შახტართან“ კონტრაქტი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ გაახანგრძლივა, 2025 წლამდე აკავშირებს. უკრაინულ გუნდს ის 2017 წელს შეუერთდა და 83 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111016