ფეხბურთი

11:07 | 26.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მირჩა ლუჩესკუმ კიევის "დინამო" 5 წლის შემდეგ გააჩემპიონა

კიევის „დინამო“ უკრაინის ჩემპიონი გახდა - ისტორიაში მე-16-ედ და 2016 წლის შემდეგ პირველად. დედაქალაქურმა გუნდმა „ინჰულეცი“ საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა, ხოლო მისი კონკურენტი „შახტარი“ „ოლექსანდრიასთან“ 0:2 დამარცხდა.

შედეგად, კიეველებმა დონეცკელებს სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 13 ქულით გაასწრეს და ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვეს. ამრიგად, მირჩა ლუჩესკუმ პირველივე სეზონში გააჩემპიონა გუნდი, არადა, რუმინელი სპეციალისტის „დინამოში“ დანიშვნას ფანების დიდი პროტესტი მოჰყვა მისი წარსულის გამო - ის წლების განმავლობაში „შახტარში“ მუშაობდა და დონბასელთა ლეგენდაა.

ვთქვათ ისიც, რომ „ინჰულეცის“ რიგებში ნიკა სიჭინავამ ბოლო 15 წუთი ითამაშა, ხოლო „შახტარის“ შემადგენლობაში „ოლექსანდრიასთან“ დავით ხოჭოლავა მოედანზე შეუცვლელად იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112678