ფეხბურთი

0:03 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავამ სეზონი ტრავმით დაასრულა, მას "შახტარში" მალე იტალიელი მწვრთნელი ეყოლება

დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ ტრავმა მიიღო. უკრაინის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში „შახტარი“ „მინაის“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა, ქართველი მცველი კი ძირითად შემადგენლობაში იყო.

თუმცა, ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო და 21-ე წუთზე მოედანი დატოვა, მის ნაცვლად თამაშში ვიტაო ჩაერთო. დიდი ალბათობით, ხოჭოლავასთვის სეზონი დასრულდა, რადგან უკრაინის ჩემპიონატის ფინიშამდე ერთადერთი ტურია დარჩენილი, „შახტარმა“ კი წელს ჩემპიონობა ვერ მოახერხა, მეორე ადგილს დასჯერდა და კიევის „დინამოს“ ჩამორჩა.

28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. სხვათა შორის, დიდი ალბათობით, მას დონეცკურ გუნდში ზაფხულიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება. უკრაინული და იტალიური მედია წერს, რომ „შახტარი“ „სასუოლოს“ ამჟამინდელ თავკაც რობერტო დე ძერბის შეუთანხმდა.

ჯერჯერობით, ხოჭოლავას ტრავმის ხარისხი უცნობია და შეძლებს თუ არა ივნისის თვეში საქართველოს ნაკრების მატჩებში მონაწილეობას. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მარტში ის ვილი სანიოლს გამოძახებული ჰყავდა, მაგრამ შეკრებაზე კორონავირუსი დაუდასტურდა და გუნდს ვერ დაეხმარა.

0.110505