ფეხბურთი

19:04 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა "შახტარს" დაემშვიდობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა "შახტარს" დაემშვიდობა. 28 წლის მცველმა თავის ყოფილ გუნდს მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა.

"დიდი მადლობა "შახტარს", რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩემთვის მეორე ოჯახი იყო. მადლობელი ვარ ფეხბურთელების, მწვრთნელების, პერსონალისა და ხელმძღვანელობის ყველა გაწეული სამუშაოსთვის. ეს 4 წელი პროდუქტიული იყო. გისურვებთ წარმატებებს და ახალ გამარჯვებებს!" - დაწერა ხოჭოლავამ ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობდა. ამ დროში მან დონეცლკელთა შემადგენლობაში 83 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. სამჯერ (2018, 2019, 2020) გახდა უკრაინის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი (2018, 2019) და ერთხელაც სუპერთასი (2017).

ქართველი ფეხბურთელი „კოპენჰაგენში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117548