ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

12:35 | 15 აგვისტო, 2015

იმედები სუპერთასის შემდგომ

თბილისში გამართულმა ევროპის სუპერთასის მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო ისედაც ცნობილი ამბავი, რომ საქართველო ჭეშმარიტად საფეხბურთო ქვეყანაა და ჩვენს ხალხს სპორტის ეს სახეობა როგორც იტყვიან სისხლხორცეულად უყვარს. ეს ფაქტი წესით სიგნალი უნდა იყოს მათთვის, ვინც იძახდა, რომ ჩვენთან ფეხბურთი უნდა დამთავრდეს, ფეხბურთში ფული აღარ უნდა ჩაიდოს და მისთანანი... ფაქტი ერთია – საქართველოში ფეხბურთი უყვართ და თუკი პოლიტიკოსებს ჩვენი ხალხის გულის მოგება სურთ, უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ დროის, ენერგიისა და თანხების ჩვენს ფეხბურთში ჩადება ნამდვილად ღირს!

ლევან სეფისკვერაძე

22:03 | 08 აგვისტო, 2015

მარადიული “ბოკა“

ლათინური ამერიკის საკლუბო ფეხბურთის ისტორია ერთგვაროვანი და მუდმივად განვითარებადი არასოდეს ყოფილა და ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ფინანსურ ამბებში უნდა ვეძებოთ. წარმატებული კლუბები უფულობის გამო ხშირად იშლებოდნენ, გაყიდიდნენ ფეხბურთელებს ევროპაში და მეორე და მესამე ლიგებში დურთავდნენ ხოლმე თავს.

ლევან სეფისკვერაძე

14:00 | 02 აგვისტო, 2015

რა თქვა გივი ამილახვარმა

ეიფორია ქართველისათვის იმდენად ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ როდესაც მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭი იყარა, ის უფრო იქნებოდა გასაკვირი, იღბლისგან მოძღვნილ მეტოქეებს მშვიდად და განსჯის უნარით აღსავსენი რომ შევხვედროდით. “იღბლისგან მოძღვნილსო” იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ნაკრების შემწე ერთადერთი იღბალი თუ შეიძლება იყოს, თორე სხვა მხრივ პატრონი რომ ჩვენს გუნდს არა ყავს, ამის დანახვასა და მიხვედრას რა უნდა?

ლევან სეფისკვერაძე

14:42 | 26 ივლისი, 2015

“რივერ პლეიტი” - ლოცვით, იმედით და ნიჭით

ღამეა. მშვიდი, უშფოთველი თუ დარდიანი ძილით სძინავთ ქალაქებსა და სოფლებს, დაბებსა და დევნილთა ჩასახლებებს, ღარიბებსა და მდიდრებს. სძინავს ბუენოს აირესის დიდ ნაწილს უცნაურად ბოღმიანი ძილით და ალაგ-ალაგ თუ გაისმის ბარებიდან გამომავალი ტანგოს ჰანგები, რომელსაც მთვრალი ჯეელების ჩახლეჩილი ხმები ენაცვლება.

ლევან სეფისკვერაძე

11:56 | 19 ივლისი, 2015

ფსევდოპატრიოტიზმი, რომელსაც შედეგი არ მოაქვს

ახლა, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით მიწყნარდა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, უკვე შეგვიძლია კარგად გავიაზროთ თუ რა მოხდა თბილისის “დინამოსა” და აზერბაიჯანის “გაბალას” ორრაუნდიან შეხვედრაში და მართლაც დაძაბული საფეხბურთო ბატალიების მიღმა რა მოხდა ისეთი, რამაც ჩვენსა და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს შორის კინაღამ სერიოზული უთანხმოება გამოიწვია.

ლევან სეფისკვერაძე

17:33 | 12 ივლისი, 2015

ლეო მესი და ბენიტო მუსოლინი

ჰიტლერის თანადგომისა და მხარზე ხელის ტყაპუნის მიუხედავად, ბენიტო მუსოლინიმ, იგივე “დუჩემ” შესანიშნავად იცოდა, რომ იტალიის მაშინდელ ფაშისტურ არმიას დიდი წინააღმდეგობა შეხვდებოდა საბერძნეთში და ბერძნები ასე ადვილად არ შეუშვებდნენ მის ჯარს ქვეყნის სიღრმეში. მუსოლინის მრავალრიცხოვანი მრჩევლებიც ურჩევდნენ ომის დაწყებამდე ჯარის გაძლიერებას, რადგან არსებული რესურსებით მოტივირებული (სამშობლოს როდესაც იცავ მოტივაცია ყოველთვის მაღალი გაქვს) მოწინააღმდეგე არაფერს დათმობდა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

12:45 | 12 ივლისი, 2015

სრული განუკითხაობა ვაკის პარკში

ევროპის 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა Biletebi.Ge-ს სუსტმა სერვერმა მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო და მწყობრიდან მალევე გამოვიდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და ბილეთების ონლაინ გაყიდვა კრახით დასრულდა.

ლევან სეფისკვერაძე

14:45 | 05 ივლისი, 2015

"ცხინვალმა" ისტორია ევროპაში დაწერა

ჩვენი ქომაგებისათვის ყველა ქართული საფეხბურთო კლუბის წარმატება მნიშვნელოვანია და სასიხარულო. მით უმეტეს, თუკი ეს გუნდები იგებენ და ერთ ნაბიჯს დგამენ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალმა ვერ მოიგო და რუმინეთში გამართულ დაძაბულ შეხვედრაში ფრესაც დიდი წვალებით მიაღწია, მაინც ვფიქრობ, რომ ცხინვალელების მატჩი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა ყველა ქართული კლუბის ერთად.

ლევან სეფისკვერაძე

10:57 | 28 ივნისი, 2015

პრობლემები კოპაზე

კოპა ამერიკის გათამაშების დაწყების პირველივე დღიდანვე არ წყდება მითქმა-მოთქმა და სკანდალები, რაც ამ გათამაშებას ყოველთვის თან ახლდა ხოლმე. პირველ რიგში ჯერ კიდევ გაურკვეველია ფინანსური პრემიების საკითხი და საქმე იქითკენ მიდის, რომ შესაძლებელია ტურნირის გამარჯვებული, ფინალისტი და მესამეადგილოსანი გუნდები (სულ 10 მილიონ ამერიკულ დოლარზეა საუბარი) პრემიალური თანხის გარეშე დარჩნენ. საქმე იმაშია, რომ კოპა ამერიკის სპონსორი ფირმა ფიფასთან დაკავშირებულ ცნობილ სკანდალში გახვეული აღმოჩნდა, რასაც მისი ანგარიშების დაყადაღება მოჰყვა. ანგარიშებდაყადაღებული ფირმა კი არაფრის გადამხდელი რომ არაა – ეს უცხადესი ფაქტია.

ლევან სეფისკვერაძე

16:30 | 21 ივნისი, 2015

ღამისმთევლები

ფეხბურთის გამო ღამის მტეხავი ხალხი ყველგანაა. განსხვავებულია მათი ხელობა და ასაკი, წარმომავლობა და რჯული, ფიქრი და ინტერესები, მაგრამ ეს ადამიანები მაინც ერთნი არიან, რადგან მათ შეუძლიათ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც კი გვერდზე გადადონ, მოიკლონ ძილი, გააღიზიანონ ცოლები (ანდა ქმრები) გაიფუჭონ საქმე სამსახურში, მეორე დღეს ბლიტონ თვალები, მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ, რადგან ამაყობდნენ იმით, რომ კარგი ფეხბურთის სანახავად არაფერს ერიდებიან. ეს ხალხი დიდებული ხალხია.

ლევან სეფისკვერაძე

15:55 | 14 ივნისი, 2015

აქტუალური სადღეგრძელოები

მოდით ტურინის “იუვენტუსის” ნაღდი ტიფოზების ალალ ცრემლებს გაუმარჯოს, რომელიც ეგრე უხვად დაიღვარა პოლონეთის, იტალიის და ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიწაზე. ამ ცრემლებით არის, რომ “იუვენტუსის” გასაჭირი ბოლოს მაინც გადაილახა და ალეგრის ბიჭებმა აგერ ფინალშიც კი ღააღწიეს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა? რა გინდა რომ მოიმოქმედო, როცა წინ ქარბორბალასავით ლათნოამერიკის საუკეთესო სამეული აგესვეტება? განა ადამიანის ძალას აღემატება ამ ქარბორბალას გადალახვა?!

<< პირველი<< წინა3637383940414243444546შემდეგი >>
0.319721