ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:06 | 22 იანვარი, 2015

ერაყული კოშმარი

ამ სიტყვებს ცრემლებით ვწერ ჩემო გულიანო და უსამართლობას შეწირულო ბიჭებო – ბაზიდ, აბდულ, ომარ, ჰაჯედ, ჯემალ, მულარ, დომბუ, აზიზ, ბასარ... ეს ცრემლები რწფელია, როგორც ყურანის შეგონებანი სიკეთეზე, კაცთმოყვარეობაზე, ღარიბთათვის ხელის გამართვაზე, მშობლების პატივისცემაზე...

ლევან სეფისკვერაძე

10:55 | 18 იანვარი, 2015

ჩვენი დიდი და მარადიული ოცნება

ქართველ გულშემატკივრებში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ და დაინტერესდეთ, თუ რა არის მათი ყველაზე დიდი ოცნება სპორტული კუთხით, დარწმუნებული იყავით, რომ უმეტესობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას იტყვის და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები სიხარულის არანაირ იმედს არ გვიტოვებს, ფეხბურთის სიყვარული ქართველებში ამან მაინც ვერ მოსპო. განსაკუთრებით ის ადამიანები არიან “გამოუსწორებელი“ ფეხბურთის ტრფიალნი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე დიდი ფეხბურთი უნახავთ და ფეხბურთით მათი “მოწამვლა“ ალბათ არასოდეს “განიკურნება“.

ლევან სეფისკვერაძე

10:53 | 15 იანვარი, 2015

ალექს ფერგიუსონის გასაუბრება საკუთარ თავთან

- იქნებ ვიჩქარე? იქნებ ცოტა ხანი ჯობდა, კიდევ გავჩერებულიყავი “იუნაიტედში?” - სულ ამას ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს, მაგრამ იმას რა ვუყო, მეც რომ ვბერდები ეს ოხერი? განა არ მინდოდა დასვენება? პატარა საქმე ხომ არაა მთელი ცხოვრება ამ გადარეული ფეხბურთელების დევნა და მათ გულისგულში ჩახედვა? არ ჩაიხედავ და ვერაფერს მიაღწევ, ჩაიხედავ და...

ლევან სეფისკვერაძე

10:36 | 11 იანვარი, 2015

სახალისო გეოგრაფია – ქვეყნები ჩვენს წარმოდგენაში

ჩვენი დიდი ნაწილი კლიშეებისა და წარმოსახვების ტყვეობაში გაიზარდა და რაც დღეს ერთი შეხედვით სასაცილოდ მოჩანს, იყო დრო, რომ ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა.

ლევან სეფისკვერაძე

11:08 | 08 იანვარი, 2015

ამ კარს იქით

ამ კარის იქით სხვა საქართველოა – სულ სხვანაირი საქართველო, რომელიც არც იოსებ ნონეშვილის ცნობილ ლექსშია აღწერილი და არც ისეთია, რომელსაც ყოველდღე ვუყურებთ. ამ კარის იქით უშიშარი, თავის ქვეყანაზე, თავის საქმეზე შეყვარებული ხალხით დასახლებული ალაგია, სადაც ომი და უბედურება წარსულში დარჩა და ყველაზე ბედნიერი დღეები მაშინაა, როდესაც ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები თამაშობს.

ლევან სეფისკვერაძე

10:09 | 04 იანვარი, 2015

ძეგლი კუნძულ მადეირაზე

ამ ერთი თვის წინ, პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, კრიაშტიანუ რონალდუს ძეგლი დაუდგეს და ეს ამბავი მსწრაფლივ გახდა დიდი მითქმა–მოთქმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. ყველაფრის თავიდათავი ისაა, რომ ლეო მესის ქომაგებს გულს ტკენს და სისხლს უმღვრევს პორტუგალიელი ვარსკვლავის ყოველი აღიარება და პირიქით – რონალდუს მოტრფიალეებს ანაწყენებთ არგენტინელის გამორჩევა და განსაკუთრებულობა. ამ მხრივ ყველაფერი ძველებურადაა.

ლევან სეფისკვერაძე

12:15 | 28 დეკემბერი, 2014

2015 და მარადიული საქართველო

როდესაც საათი თორმეტს ჩამოჰკრავს და კიდევ ერთი ახალი წლის დამსწრენი გავხდებით, სინათლის შუქზე ჩვენს ხელში სხვადასხვა ფერის სასმისები დაიწყებენ ციალს.

ლევან სეფისკვერაძე

11:13 | 25 დეკემბერი, 2014

მარადონა ფორთოხლით

ალბათ ყველას გვინახავს უკვდავი ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია 8-9 წლის დიეგო მარადონა როგორ კენწლავს ბურთს. ალბათ ისიც გვინახავს, უკვე სიჭაბუკეში შესული დიეგო არგენტინელ ჟურნალისტს რამდენიმე სიტყვას რომ ეუბნება და ესპანური ენის ცოდნა სულაც არაა საჭირო იმის გასაგებად, რომ დიეგო თავის მომავალზე საუბრობს, ოცნების ასრულების დიდი იმედი აქვს და ფეხბურთის ჭეშმარიტი ვარსკვლავი გახდება.

ლევან სეფისკვერაძე

10:39 | 21 დეკემბერი, 2014

ჭილყვავები

ჭილყვავი— ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ფერად შავია, ლურჯი, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ზრდასრულს ნისკარტის ფუძესთან კანი შიშველი აქვს. სპორადულად არის გავრცელებული ევრაზიაში.

ლევან სეფისკვერაძე

10:26 | 14 დეკემბერი, 2014

ღვინო და ფეხბურთი

არგენტინის დღევანდელი საფეხბურთო ნაკრები გადაძველებულ, მაღალხარისხიან ღვინოს ჰგავს, რომელმაც დაძველების შესაძლებლობის მაქსიმუმი ამოწურა და თუ დროულად არ გაიხსნა და დაილია, შეიძლება სულ მალე კარგი ღვინის ნაცვლად ხელში გაფუჭებული და მრავალი დაავადებით გაძეძგილი უცნაური სითხე შეგვრჩეს. არადა სულ იძახიან გავხსნით–გავხსნითო, მაგრამ რატომღაც ეს შესანიშნავი ღვინო ისევ მარნის კიდეშია მიდგმული.

ლევან სეფისკვერაძე

12:00 | 11 დეკემბერი, 2014

ეჰ, ქალბატონო ლენა...

ლენა, გამოიტანე ქალო ის მხალეულობა და დააწყე ბარემ მაგიდაზე. ეყაროს ოხრად – თვალს უხარია“ – ბრძოლის ველზე გასული გენერალივით დაბაოტებდა ბატონი ანზორი მთავარ ოთახში და ბრძანებებს იძლეოდა.

<< პირველი<< წინა4041424344454647484950შემდეგი >>
0.236937