ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

16:38 | 11 სექტემბერი, 2016

თორნიკე ოქრიაშვილის ფენომენი

თორნიკე ოქრიაშვილი არ არის და სამწუხაროდ ალბათ უკვე ვეღარც იქნება კარიერის მქონე ფეხბურთელი, რომელზეც მომავალში ბევრს ისაუბრებენ და სამწუხაროდ ისიც მჯერა, რომ ოქრიაშვილის ”ფენომენი” (თუკი ასე შეიძლება ვთქვათ) ძირითადად მხოლოდ მათ გაახსენდებათ, რომლებიც ქართველი ფეხბურთელების უცნაურობაზე დაიწყებენ საუბარსა და მსჯელობას. უცნაურობები კი ამ ბიჭს მართლაც რომ ზომაზე მეტად სდევს თან.

ლევან სეფისკვერაძე

13:10 | 05 სექტემბერი, 2016

რა დგას მესის შეცვლილი იმიჯის უკან?

ჩვენს დროში თმის ყვითლად შეღებვა აბა ვის უკვირს? მით უმეტეს, მავანნი იძახიან, გარეგნობის რადიკალური და მკვეთრი შეცვლა სტრესებს ხსნისო და ჩვენც ისღა დაგვრჩენია ვირწმუნოთ, რომ თმის შეღებვაში რაღაც მართლაც ყრია, მაგრამ ლეო მესისთანა ბუნების ადამიანისაგან ასეთი ნაბიჯი ცოტა არ იყოს უცნაური და უფრო მეტიც – დაუჯერებელია!

ლევან სეფისკვერაძე

18:53 | 28 აგვისტო, 2016

სიცილიელი ტრიბუნაზე

ის შავგვრემანი იყო, საშუალო ტანის, ჩაფსკვნილი და ხმაჩახლეჩვით მოლაპარაკე. თავიდანვე აშკარა იყო, რომ იტალიის სამხრეთიდან გახლდათ და მიუხედავად იქაური ხალხის შესახებ არსებული წარმოდგენისა მხიარულებასთან დაკავშირებით, ამას ერთი ღიმილიც კი არ ეტყობოდა სახეზე.

ლევან სეფისკვერაძე

11:16 | 17 აგვისტო, 2016

17 აგვისტოს, გარიჟრაჟისას...

ტელეეკრანზე ლაშა ტალახაძე ხელებზეაღმართული იდგა და ქალაქიდან შემომავალი ხმები ერთმანეთში ირეოდა. ეს იყო სიხარულის ყიჟინა იმ ხალხისა, რომლებსაც ბოლომდე ჰქონდათ ჩვენი ოლიმპიელების იმედი...

ლევან სეფისკვერაძე

11:02 | 11 აგვისტო, 2016

“ლიპოს” ცრემლები

არის ცრემლები, რომელიც ნამდვილად დარჩება და თაობებსაც გადაეცემა, რადგან ეს ის ცრემლებია, რაც არც უსუსურობას გამოხატავს, არც ზედმეტ გულჩვილობას და უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის გულიდან ამოხეთქილი დარდების გროვა.

ლევან სეფისკვერაძე

16:28 | 07 აგვისტო, 2016

ბირთვისის უკანასკნელი მეციხოვნეები

ბოლოს მხოლოდ თხუთმეტნიღა დარჩნენ. მტერი კი უთვალავი იყო. მესამე თვე სრულდებოდა, მტერი მათ ციხეს გარს ერტყა და ლოდსატყორცნების საშინელი ხმაური არ აძინებდათ ციხის დამცველებს. ალაგ-ალაგ მონგრეული ციხის კედლები კი აშკარად ნათელყოფდა, რომ ციხის დამცველებს ბევრი დრო აღარ დარჩენოდათ და ისინიც მათი დაღუპული თანამოძმეების მსგავსად ციხის კედლებში დაიმარხებოდნენ. ლოდსატყორცნებიდან ნასროლი ლოდები საზარელი გრუხუნით ეხეთქებოდა ცისის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებს.

ლევან სეფისკვერაძე

12:36 | 31 ივლისი, 2016

რატომ ჭირდება რაჭას “ხვანჭკარის თასი“

საქართველო ის ქვეყანააა, სადაც კარგ საქმესაც კი ხშირად პოლიტიკური სარჩული უდევს და კაცი ვერ გაიგებს ვის რა ინტერესი ამოძრავებს. სწორედ ამიტომაც, ძალიან დასაფასებელი და გამოსარჩევია ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც რეგიონებში სპორტის თემის წინ წამოიწევას ეხება. მით უმეტეს ისეთ რეგიონში, როგორიც ხალხისაგან და მომავლის იმედისგან დაცლილი რაჭის მხარეა.

ლევან სეფისკვერაძე

23:04 | 23 ივლისი, 2016

განსდექ რაინდო!

დღესა ერთსა, ოდეს სპორტსმენნი ჩვენნი შემოსილ იქნენ სამოსად ოლიმპიადისად, არათუ სიხარულითა აღვივსეთ, არამედ დარდით დამძიმდა გულნი ჩვენნი.

ლევან სეფისკვერაძე

16:35 | 17 ივლისი, 2016

ჩვენ აღარ გავჩუმდებით!

მინიმუმ არაგულრწფელი და ანგაჟირებულია ის, ვინ იტყვის, რომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ეტაპზე სამი ქართული კლუბის ერთად გამოვარდნა დამთხვევის, შემთხვევითობის ბრალია და მას არაინაირი კავშირი არა აქვს იმ პროცესებთან რაც ზოგადად ქართულ ფეხბურთში ბოლო პერიოდში ვითარდება. ასეთ სამარცხვინო გამართლებას მხოლოდ ის ადამიანები მოიფიქრებენ, რომლებიც პირადი დაინტერესების გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები და რომლებსაც დიდი ხანია რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული.

ლევან სეფისკვერაძე

13:36 | 10 ივლისი, 2016

რატომ ვერ უყურეს ევროპის ჩემპიონატს საქართველოს რეგიონებში

როდესაც კაცი საქართველოს რომელიმე რეგიონში ცხოვრობს და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს მოელის, მისი მოლოდინი არაფრით ჩამოუვარდება ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქომაგთა მოლოდინს, რადგან გაგანია ევროპაში დიდი ფეხბურთის ხილვა ქომაგებს საკუთარ თუნდაც პატარა ქალაქების კოხტა სტადიონებზეც თავისუფლად შეუძლიათ. მაგალითად ტყიბულელ ანდა დედოფლისწყაროელ ქომაგებს კი ამაზე ოცნებზეც კი გაეღიმებათ.

ლევან სეფისკვერაძე

11:39 | 04 ივლისი, 2016

ისრაელის ფენომენი და სასწაულებრიობა

საოცარი და დიდებული სახელმწიფოა ისრაელი. ესაა ქვეყანა გამოცანა, რადგან, ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან (გასული საუკუნის 50-იანი წლები) დღემდე, ამ ქვეყანას იმდენი მტრის მოგერიება და ისეთ მუდმივ ომში ცხოვრება უწევს

<< პირველი<< წინა3132333435363738394041შემდეგი >>
0.313058