15:44 | 23 იანვარი, 2011
ფიფას ცისფერი მ(ი)თები, ანუ დაუჯერებელი ამბავიმოსახდენი მაინც მოხდა! ფიფას მიერ ბოლო დროს მიღებულმა მრავალმა აბსურდულმა გადაწყვეტილებამ, თავისი გზა მონახა და ახალ, წარმოუდგენლად უცნაურ იდეად გადმოიღვარა. იდეა კი ასე ჟღერს: მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა ზამთარში გაიმართოს! მართალია, უეფა-ფიფას ეს იდეა ჯერჯერობით, მხოლოდ იდეაა და მეტი არაფერი, მაგრამ...
14:18 | 20 იანვარი, 2011
მესის უხერხულობანიარგენტინელი ლეო მესი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! ”ანტიბარსელონისტებიცა” და “ანტიარგენტინელებიც” კი აღიარებენ, რომ ლეო მესის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და მისი ბრწყინვალების ციალს ძნელია თვალი გაუსწორო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ფიფას გალა-წარმოდგენის შემდეგ, როდესაც მესი მსოფლიოში საუკეთესოდ ცნეს, აღმოჩნდა, რომ ლეო მესის წარმატება არც მეტი, არც ნაკლები, ყველაზე მეტად, ”ბარსელონას” ქომაგებს ეწყინათ. უფრო სწორად, კი არ ეწყინათ, უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ აღნიშნული ტიტული ლეოზე მეტად სხვა კატალონიელი ფეხბურთელებისათვის – ხავისა და ინისეტასთვის ემეტებოდათ.
14:37 | 16 იანვარი, 2011
ზეპის სიზმარიეს რა უცნაური ხალხია, რომელიღაც ძველი ქალაქის ცენტრში რომ შეყრილან და ხუთჯვრიან თეთრ დროშებს აფრიალებენ... დროშის ფრიალის მეტი რა მინახავს. მთელი ჩემი ცხოვრება სულ დროშებისა და ფანების ცქერაში გავატარე, მაგრამ ეს ხალხი რომ არ მეცნობა? გვარიანად შავ-შავები კი არიან, მაგრამ არც ესპანელები ჩანან და არც პორტუგალიელები. ვიტყოდი, იტალიელები არიანო, მაგრამ აბა, სად ჩანს იმათი სამფეროვანი დროშა? აშკარაა, რომ რაღაც დიდსა და მნიშვნელოვანს ზეიმობენ და ეს ყველაფერი ნამდვილად ფეხბურთს უნდა უკავშირდებოდეს, რადგან უმეტესობას სახეები თეთრ-წითლად აქვთ შეღებილი და ტანზეც საფეხბურთო მაისურები აცვიათ. მაგრამ ფეხბურთს თუ უკავშირდება, აქამდე მე როგორ არ ვიცოდი?
11:29 | 04 იანვარი, 2011
ქარიშხალივით ათწლეულიუსწრაფესად, ქარიშხალივით ჩაიგრიხინა XXI საუკუნის პირველმა ათწლეულმა. ქართული სპორტის ქომაგებმა ამ პერიოდში სიხარულიც ბევრი ნახეს და კაეშანიც. თუმცა, ბევრი ალბათ მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ იმ უდიდეს ბედნიერებას, რომ საქართველო და მათ შორის ქართული სპორტი, უკვე 20 წელია რაც დამოუკიდებელია და ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებების შემდეგ, ფლანშტოკზე, ავადსახსნებელი წითელი დროშის ნაცვლად, ქართული დროშა ფრიალებს.
10:11 | 24 დეკემბერი, 2010
მოჯადოვებული ბურთებიგასულმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა ბევრი გუნდის ქომაგი გაანაწყენა. გულშემატკივართა გულისწყრომა უპირველესად მსაჯების არაკვალიფიციურობასა და ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთს - “ჯაბულანს“ ეხებოდა. “ჯაბულანს“ აკრიტიკებდა პრაქტიკულად ყველა გუნდის მეკარე, რომლებიც თანხმდებოდნენ იმაზე, რომ სამხრეთაფრიკული მუნდიალის უცნაურად მსუბუქი ბურთი ჰაერში ხშირად გასაოცარ ტრაექტორიას ხაზავდა...
10:09 | 20 დეკემბერი, 2010
გზა ფეხბურთიდან პარანოიამდეშემთხვევითი არ გახლავთ ის, რომ რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სათავეს ფეხბურთიდან იღებს. როგორც იცით, რუსეთში ნეოფაშისტების გულისამრევი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მავანმა ჩრდილოკავკასიელმა რუსეთის მოქალაქეებმა მოსკოვის “სპარტაკის“ ახალგაზრდა ქომაგი მოკლეს. ამ ფაქტმა სრულიად რუსეთის ფაშისტურად განწყობილი არსებების მზარდი აგრესია გამოიწვია და მთელ რუსეთში, კავკასიელების, შეიძლება ითქვას, ნამდვილი დევნა და შევიწროება დაიწყო.
09:58 | 17 დეკემბერი, 2010
რომიდან “რომამდე““თუ შენი ქალაქი გიყვარს, სისულელეა ამის გულზე დაწერა, რადგან სიყვარული გულშია და არა გულის გარეთ“ - ეს სიტყვები რომის მერმა - ჯოვანი ალემანომ მაშინ თქვა, როდესაც ნიუ-იორკში ჩავიდა და მეგაპოლისის მცხოვრებლების მაისურებზე, ქართველთათვისაც კარგად ნაცნობი სიტყვები: “მე მიყვარს ნიუ-იორკი“ - ამოიკითხა.
10:20 | 14 დეკემბერი, 2010
ყატარის მწველი მზემას შემდეგ, რაც ყატარი მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, სხვებთან ერთად, მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ქვეყნის შესახებ უფრო მეტი გამეგო. მით უმეტეს, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, ეს პაწაწკინტელა არაბული სახელმწიფო ავსტრალიისა და შეერთებული შტატების მსგავს, პლანეტის ჰეგემონ ქვეყნებს არჩია და ბევრი ქომაგი დატოვა პირდაღებული.
10:38 | 10 დეკემბერი, 2010
ფიფას “სამართალი“ და უნიათო ევროპაროდესაც მთელი საფეხბურთო მსოფლიო ფაქტის წინაშე დადგა და ერთ მშვენიერ დღეს “აღმოაჩინა“, რომ 8 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში უნდა გაიმართოს, ყველამ მერეღა დაიწყო ბჭობა და მსჯელობა იმაზე, რომ: “ინგლისისათვის რუსეთი არ უნდა ემჯობინებინათ“...
10:20 | 06 დეკემბერი, 2010
ჯანო, წადი ევროპაში!როდესაც საქართველოში ჩვენს თანამემამულე იმედისმომცემ ფეხბურთელებზე საუბრობენ, უპირველესად და გამორჩევით იხსენებენ ერთ ყმაწვილკაცს, რუსეთის სტადიონებს მართალია იშვიათად, მაგრამ ჯანის დაუზოგავად რომ სერავს და არაერთი ცნობილი უცხოური კლუბი რომ გამოთქვამს მისი შეძენის სურვილს. ჯანო ანანიძის მომავალი დიახაც რომ აწუხებს ქართველ ქომაგს და რომ არ აწუხებდეს, ის იქნებოდა გასაკვირი. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, საკუთრივ ჯანო რას ფიქრობს საკუთარ მომავალზე...
10:29 | 04 დეკემბერი, 2010
ეს უნდა ნახოთ!“ეს უნდა ნახოთ!“ – ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად სარეკლამო სლოგანებში მოისმენთ. სარეკლამოზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბევრ წარმოუდგენელ რამეს ნამდვილად ნახავთ, თუკი ვერის ბაღში მდებარე გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში წასვლას გადაწყვეტთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უამრავი რამ მოსაწესრიგებელი, მისახედი და გასაკეთებელია, მაგრამ ის გარემო, რაც ზემოთ აღნიშნულ დარბაზში სუფევს, არც სპორტულია და ვერც იმით შეიძლება გამართლდეს, რომ მრავალ სხვა სახეობასთან ერთად, ქართულ კრივსაც გვარიანად უჭირს და ირგვლივ ჯიბეგაფხეკილობაა დავანებული.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |