ბლოგი

10:27 | 02 მაისი, 2011

ჟოზეს შურისძიების მახვილი

დღეს თითქმის მთელს საფეხბურთო სამყაროს აწუხებს ერთი კითხვა: გაათავისუფლებენ თუ არა თანამდებობიდან, ”ბარსელონასთან” ნახევარფინალში შერცხვენილი მადრიდის ”რეალის” მწვრთნელს – ჟოზე მოურინიოს... ამ კითხვაზე პასუხი ფლორენტინო პერესის თავში, ალბათ, ჯერ ისევ იხარშება, მაგრამ მოდი,  გავუსწროთ მოვლენებს, ვიწინასწარმეტყველოთ და ვთქვათ, რომ სეუ ჟოზეს გაუშვებენ! მწვრთნელების ცვლა ”რეალს” რომ ახსოვს, ეგეთი უნდა... ვინ არ გაუშვიათ და ვინ არ მოუყვანიათ, მაგრამ ეს გუნდი მაინც მუდამ მყარად იდგა ფეხზე და დაბღვერილი პორტუგალიელის გაშვებასაც რაიმენაირად გადაიტანენ (მით უმეტეს, რომ ”რეალის” მრავალი ქომაგი უკვე მოითხოვს ჟოზე მოურინიოს გუნდიდან გაგდებას), მაგრამ იქნება კი სამართლიანი და სწორი მოურინიოს გაშვება?

13:25 | 26 აპრილი, 2011

უბრალოდ, რაული

“ნამდვილი ბომბარდირი ყველგან ბომბარდირია!” – ეს ერთი შეხედვით, უაპელაციო ჭეშმარიტება, ერთი გუნდიდან მეორეში გადასულმა ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა ვერ დაამტკიცა, რადგანაც, იყო ნამდვილი ბომბარდირი, უპირველესად, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთვის გავლენა არ უნდა იქონიოს არც ახალ კლუბში არსებულმა განსხვავებულმა გარემომ და არც სხვა ფაქტორებმა. მეგოლისათვის, მხოლოდ მწვანე მინდორი და მოწინააღმდეგის კარი უნდა არსებობდეს! და სწორედ ამიტომ, განურჩევლად ეროვნებისა და საგულშემატკივროდ ამოჩემებული გუნდებისა, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რაულ გონსალეს ბლანკო, ჭეშმარიტად დიდი ბომბარდირია და მისი მსგავსნი, სულ თითებზე ჩამოითვლებიან ჩვენს პლანეტაზე.

10:50 | 18 აპრილი, 2011

სპორტი თუ “კაი ბიჭობა”?

ბოლო პერიოდში, ქართულ კინომატოგრაფიაში შესამჩნევი გამოცოცხლება შეინიშნება. ეროვნულ კინოცენტრს, სახელმწიფო ყოველწლიურად გარკვეულ თანხებს ურიცხავს და მტვერწაყრილი ქართული კინოც, ერთი შეხედვით, გამოღვიძების სტადიაშია. მაგრამ, თუკი ბოლო წლებში გადაღებულ ქართულ ფილმებს თუ გადავხედავთ, ამ სფეროში ჩაუხედავი ადამიანებიც კი მარტივად მივხვდებით, რომ ასეთ “გამოღვიძებას”, შესაძლოა, ისევ “ძილი” სჯობდეს.

13:03 | 12 აპრილი, 2011

ჩვენი ანდრეი

სულ ცოტაც და, დიდი უკრაინელი ფეხბურთელი - ანდრეი შევჩენკო საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ბუცების თახჩაში შეწყობა ის ხვედრია, რომელიც ყველა სპორტსმენში გულისტკენას და მოწყენილობას ჰბადებს, მაგრამ განსაკუთრებულად გულდასაწყვეტია, როდესაც კარიერის დასასრულს ჭეშმარიტი ვარსკვლავები უახლოვდებიან. ანდრეი შევჩენკო კი სწორედ ის ფეხბურთელია, რომლის გარჯასაც მისი თამაშის მხილველნი ვერასოდეს ვერ დაივიწყებენ.

11:20 | 02 აპრილი, 2011

გაუღეთ კარი ქართველ მორაგბეებს!

არ გამოსდით და რა გინდა, რომ ქნა? განა, არ უნდათ, ან მონდომება არა აქვთ... მონდომებაც აქვთ და თავსაც არ ზოგავენ, მაგრამ ამ რუს მორაგბეებს საქართველოს ნაკრები ნამდვილ ჯადო-წინაღობად ექცათ და ერთი ”წვერებიანი” გამოთქმისა არ იყოს – “არ გამოსდით ”ბორჯღალოსნების” ძლევა და არც ეშვებიან”. მოკლედ, რუსეთის სარაგბო ნაკრებს კიდევ ერთხელ ვაგემეთ მწარე ალიყური და თან მათსავე მოედანზე, ბედის ირონიით, დიდი სლავა მატრეველის სახელს რომ ატარებს. მაგრამ, გაგიკვირდებათ და თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ დღეს რუსული რაგბი ჩვენზე კარგ მდგომარეობაშია და ჩვენს გუნდთან აურაცხელი მარცხის მიუხედავად, ყოველი მარცხნაჭამი შეხვედრის შემდეგ, მაინც მათი საქმე კეთდება. ალბათ, იფიქრებთ, რა აბსურდს გვიყვება ეს კაციო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.…

11:48 | 29 მარტი, 2011

წერილი გურამს

თავს როგორ გრძნობთ, ბატონო გურამ? ხომ ძველებურად ჯანზე ხართ? სამწუხაროდ, თქვენი გვარი არ მახსოვს, მაგრამ გურამი რომ გქვიათ და თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში რომ ისტორიას ასწავლიდით, ეს ნამდვილად მახსოვს. ისიც კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარცხის შემდეგ, 9 აპრილის ბაღში, მარცხის გამო დამწუხრებულ ახალგაზრდებს ირონიულად რომ უთხარით: ”ბიძიკოებო, რით ვერ მიხვდით, რომ ქართველებმა არ ვიცით ამ ფეხბურთის თამაში და ჩვენი საქმე ეს სპორტი არ არისო...”. ამხელა პროფესორი კაცი ხართ და ნიშნის მოგებას როგორ შეგკადრებთ, მაგრამ გასულ შაბათს საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრას თუ უყურეთ, რა განწყობა დაგეუფლათ - ეს მაინტერესებს.

11:56 | 21 მარტი, 2011

ნარინჯისფერი იმედი

თუკი ქართველებს ოდესმე რომელიმე ერის შეიძლება შეგვშურდეს, ეს უპირველესად ჰოლანდიელები არიან! შეგვშურდეს არა იმიტომ, რომ ნამუსიანად კარგ ლუდს აყენებენ და დახამებულ ტურისტებს მათრობელა ბალახების ლაღად წევის საშუალებას აძლევენ. ანდა, მაღალხარისხიან წვერის საპარს მოწყობილებას აწარმოებენ, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ყველაფერი ძალიან კარგად გამოუდით ხელიდან და ნამდვილი ჰოლანდიელი რომ იყო, უპირველესად იმ საქმეს უნდა აკეთებდე კარგად, რომელსაც შესჭიდებიხარ...

13:49 | 17 მარტი, 2011

ჩვენ ეს შეგვიძლია!

მოდი, პირდაპირ ერთგვარი პათეტიკური კითხვით დავიწყებ - რატომ ვართ ვალდებული, 26 მარტს, საქართველოსა და ხორვატიის საფეხბურთო მატჩის დროს, ეროვნული სტადიონი გავავსოთ? ყველას ჩვენ-ჩვენი წვრილმან-მსხვილმანი პრობლემები და საქმეები გვაქვს. 26 მარტს, ზოგს ფეხბურთთან მწყრალად მყოფი დირექტორები დააყოვნებენ სამსახურში (თუნდაც, საღამოს 9 საათზე), ზოგს ცოლები დაავალებენ ბავშვის პამპერსებისა და საჭმლის მოსატანად საშოვარზე წასვლას, ზოგს კი, მეგობრები მიიწვევენ დიდ-პატარა სუფრებზე და ყანწის ტრიალს შესთავაზებენ. იქნებიან ისეთებიც, რომელთაც 26 მარტს, საკუთარი გაფუჭებული ავტომანქანის ხელოსნის ”თავზე დადგომა” აქვთ გადაწყვეტილი. გრიპშეყრილი და ავადმყოფი ხალხი ხომ იქნებიან და იქნებიან...

12:05 | 07 მარტი, 2011

რექვიემი, რომელიც არ იმღერება

ათი წლის წინ, ალბათ ვერავინ დაიჯერებდა იმას, რომ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი რეიტინგში ფაქტობრივად რუსეთის დონეზე ჩამოვიდოდა და კალჩოს მესვეურები იმდენს “მოახერხებდნენ”, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ იტალიის მეოთხე საგზურს გერმანია მოიპოვებდა. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი მრავალი ფაქტორის გამო იყო, უპირველესად კი, ალბათ იმიტომ, რომ “პარმასა” და “ფიორენტინას” რანგის იტალიური კლუბებიც კი ევროთასებზე უკრაინულ და რუმინულ კლუბებთან იშვიათად მარცხდებოდნენ და მაშინდელ აპენინურ კლუბებს ფინანსური პრობლემებიც ნაკლებად აწუხებდათ...

15:23 | 02 მარტი, 2011

ფერგიუსონის სამი სიცოცხლე

სამი სიცოცხლე რომ ჰქონდეს კაცს, შეიძლება მაინც ვერ მიაღწიოს ისეთ აღიარებასა და დაფასებას, რასაც სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი შვიდათეულწლიანი ცხოვრების განმავლობაში მიაღწია. მის მიერ “წითელ ეშმაკებთან” ერთად მოპოვებული ურიცხვი ტიტულების გარდა, ფერგიუსონმა აღიარება თავისი განსაკუთრებული ბუნებითა და სამყაროს ხედვითაც დაიმსახურა. განა, ბევრ ადამიანს იცნობთ თქვენს გარშემო, რომელსაც შეუძლია, რომ იყოს ერთდროულად მკაცრიცა და ლმობიერიც, მხიარულიცა და გულჩათხრობილიც, მშვიდიცა და ფეხბურთელების გამსილაქებელიც? ძალიან ცდება ის, რომელიც ფიქრობს, რომ ალექს ფერგიუსონის მრავალმხრივობა მის შოტლანდიურ ფესვებსა და საერთოდ – ეთნო-გენეტიკურ წიაღსვლებში უნდა ვეძიოთ.

15:45 | 23 თებერვალი, 2011

ჯენარო და ფსევდომორალისტები

საშუალო ტანის, კისრამდე დაკუნთული (რატომ კისრიანადაც არა), გიჟპოეტური წვერითა და ველური მზერით... უხიაგი და მოძველბიჭო, დამრტყმელი და შეუპოვარი... და, რა თქმა უნდა, საშინლად დიდი პროვოკატორი! ჯენარო გატუზოს ყაიდის ადამიანები საქართველოში ფეხბურთელები არ ხდებიან. საქართველოში ასეთი ხალხი ბანკებში, პრობლემურ განყოფილებებში მუშაობენ და ურჩი გადამხდელი კლიენტების ნამდვილი ინკვიზიტორები არიან. გატუზო კი, აგერ ათ წელზე მეტია მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე დარბის და ამ ხნის განმავლობაში იმდენი მტერი შეიძინა, მისი სახელის ხსნებაზე ”მილანისა” თუ იტალიის ნაკრების მეტოქე გუნდის ქომაგები გაჯიუტებულ შვილებს აშინებენ ხოლმე – “საჭმელი ჭამე, თორემ გატუზო მოვა და მაგ ჯამს თავზე ჩამოგამხობსო”...

<< პირველი<< წინა7374757677787980818283შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.290116