ბლოგი

13:15 | 30 აგვისტო, 2014

კიდევ ერთი “ქართული სენი”

მრავალ სენთა შორის, ქართულ სპორტს ერთი მეტად საგულისხმო დაავადებაც სჭირს, რომელსაც სახელად ზედაპირულობა და ფეხებზემკიდიაობა შეიძლება ეწოდოს. ეს ქართული ფეხებზემკიდიაობა ადრეც ვახსენე, მაგრამ არც ადრე ვიცოდი და ახლაც არ ვიცი ამ დაავადების განკურნების გზები და შესაძლებლობები.

ლევან სეფისკვერაძე

19:59 | 28 აგვისტო, 2014

სტადიონი ხევისპირას

შუაში პატარა ხევია, სადაც ზაფხულობით წყალი შრება ხოლმე და უწყლოდ დარჩენილი ბაყაყების ყიყინი აყრუებს მიდამოს. ხევის იქით მავთულხლართებია გაბმული. მავთულხლართებთან სულ ახლოს კი რუსების საგუშაგოა მოწყობილი. საგუშაგოზე დღეც და ღამეც ანთია უზარმაზარი პროჟექტორი, რომელიც მობნელებულზე ისეა გაკაშკაშებული, თითქოს ამით გეუბნებიან, მოგვიახლოვდები და...

ლევან სეფისკვერაძე

11:35 | 24 აგვისტო, 2014

8 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში

მომდევნო საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ არაერთ ქვეყანაში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსეთი არ იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას და მას ეს პატივი აუცილებლად უნდა ჩამოერთვას.

ლევან სეფისკვერაძე

11:37 | 21 აგვისტო, 2014

ქოხი ტრიალ მინდორში

ვაგლახით შეკოწიწებული პატარა ფიცრული, სადაც ლიანდაგის შემკეთებელი მუშები იკრიბებიან, ტრიალ ადგილზე დგას, რომელსაც გარშემო მინდვრები და ბუჩქნარი აკრავს. იქიდან უახლოეს ქალაქამდე ფეხით მისვლას ერთი საათი მაინც სჭირდება და რა უნდა ქნას ამ დროს კაცმა, რომელსაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ჩეხეთის გუნდთან თამაშის ცქერა სურს? სწორად მიხვდით, რა უნდა ქნას და, ტელევიზორი ადგილზე უნდა მიიტანოს.

ლევან სეფისკვერაძე

20:22 | 17 აგვისტო, 2014

ჩურჩული, თუ ყვირილი?

იცით, რას ჩურჩულებს “ფიორენტინას“ მორიგი მარცხით გულდამწვარი ფლორენციელი ქომაგი? მარცხი ხომ მაშინაა განსაკუთრებულად გულსატკენი, როცა ქომაგები ამბიციებით არიან დახუნძლულნი... იცით, რამდენი წელია მთელი ფლორენცია “ფიორენტინასგან“ თუნდაც ყველაზე “მარტივს”, იტალიის თასს ელის? ამის გაგებას რა უნდა? აი, აქვე გვაქვს “ვიკიპედია“ და შეგვიძლია წლებიც ზუსტად გავიგოთ და თარიღებიც, მაგრამ დარდმა წელი და რიცხვი არ იცის.

ლევან სეფისკვერაძე

10:08 | 14 აგვისტო, 2014

კაცი, რომელიც წავიდა

ცოტა ხნის წინ, ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლევანი თინეიჯერი ბიჭი აღარ არის და ასაკის მატებასთან ერთად, ალბათ თავადაც ნათლად უწყოდა, რომ მისი საფეხბურთო კარიერა დასასრულისაკენ მიდიოდა. წლების ამბავი ხომ იცით...  კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენლები არიან დამოუკიდებელი ქართული ფებურთის პირველი თაობისა.

ლევან სეფისკვერაძე

11:49 | 10 აგვისტო, 2014

ფეხბურთში მოფუთფუთე აფერისტები

აფერისტობა და ქვემძრომობა ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის ყველაზე დამახასაითებელ თვისებად იქცა. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ფეხბურთშიც ფუსფუსებენ და მათ ამოცნობას ხშირ შემთხვევაში მრავალი მცდელობა და საამისო გამოცდილება სჭირდება. ფეხბურთში მოფუთფუთე აფერისტები მრავალი მათთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევიან ერთმანეთისაგან, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ.

ლევან სეფისკვერაძე

10:08 | 07 აგვისტო, 2014

ამაღამ, ასუნსიონში...

ამაღამ, მაშინ, როდესაც ჩვენი პლანეტის აქეთა ნახევარსფეროს ტკბილი ძილით ეძინება, ასუნსეონს დიდი ფეხბურთის ლანდი გადაეფარება. ლიბერტადორესის თასის პირველ ფინალურ მატჩში პარაგვაული “ნასიონალ ასუნსეონი” არგენტინულ “სან ლორენსოს” შეეჭიდება და ალბათ სწორედ ეს მატჩი იქნება პირველი ის შეხვედრა, რომელიც საბოლოოდ მიგვავიწყებს განვლილ მუნდიალს და რეალობაში – დიდ საკლუბო ფეხბურთში დაგვაბრუნებს.

ლევან სეფისკვერაძე

10:15 | 03 აგვისტო, 2014

მუნდიალი და საკლუბო ფეხბურთი – ზეიმი და ცხოვრება

ფეხბურთი ჩვენს ცხოვრებას ჰგავს. გვიხარია, ვდარდობთ, განვიცდით, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ახალი საფიქრალები და ახალი განცდები ძველს ჩრდილავენ და ასე უსასრულოდ... მუნდიალის დასრულებიდან სულ ცოტა დროა გასული და ჩვენი პლანეტა ახლა უკვე ეროვნული საკლუბო ჩემპიონატებისათვის ემზადება. მუნდიალზე მარცხნაჭამნი იწმენდენ სისხლსა და ცრემლს, ტრიუმფატორი გერმანელები კი თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს და ისინიც საკლუბო ფეხბურთის ავანჩავანის გარკვევაში არიან. მუნდიალი 4 წელიწადში ერთხელაა, ეროვნული პირველობები კი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მუნდიალი ზეიმია, საკლუბო პირველობები კი ჩვენი ცხოვრებაა. ცხოვრება სიკვდილამდე მუდმივია, ზეიმი კი სამწუხაროდ ყოველთვის მალე მთავრდება.

ლევან სეფისკვერაძე

10:08 | 31 ივლისი, 2014

მორალისტურ-ძველბიჭური სურნელი “ლოკომოტივის” სტადიონზე

ყველაზე ძალიან რაც არ მიყვარს – ეს მორალისტობა და მორალისტი ხალხია. განსაკუთრებით ცუდია მორალისტობა მაშინ როდესაც ყველას აზრებით ერთმანეთს ემთხვევა და ვინმეს (თუნდაც დამნაშავეს) ცუდი საქციელი აშკარაა და თვალნათელი. ბოლო დღეები კი სწორედ მორალისტთა ქადაგებებით იყო გაჟღენთილი და ვერ ვიტყვი, რომ ამან კარგ ხასაითზე დამაყენა. ანდა რა იყო საერთოდ ამაში კარგი?

ლევან სეფისკვერაძე

10:52 | 27 ივლისი, 2014

ის, რაც ფეხბურთის მიღმა ხდება...

სანამ ჩვენ მუნდიალით ვტკბებოდით და ემოციებში ვიყავით ჩაფლულნი, ჩვენს მრავლისმნახველ პლანეტაზე დიდი და არცთუ საამო ამბები ხდებოდა. ადმაინების ერთ ნაწილს ნაკლებად ეფეხბურთებოდა მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალის სიავკარგე გაგიკვირდებათ და სწორედ მათ ხელში იყო.

<< პირველი<< წინა4344454647484950515253შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.250111