სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

11:47 | 3.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

როჩარდ კოკერილი: "ვიცოდით, რომ რუმინელები მეორე ტაიმში დაიღლებოდნენ და ეს გამოვიყენეთ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა რუმინეთთან 43:5 მოგებული თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 53 წლის სპეციალისტმა აშნიშნა, რომ პირველ ტაიმში ხარვეზები იყო და ამის გამოსწორებას გუნდთან ერთად ეცდება.

"ჩვენი მხრიდან კარგი პერფორმანსი იყო, თუმცა გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია. 38-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ ხარისხი კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ.

რაც შეეხება მეტოქეს ფინალისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. იმათ ვეთამაშებით, ვინც პორტუგალიისა და ესპანეთის წყვილში გაიმარჯვებს.

ტაიმებს შორის განსხვავება იყო, როგორც გუნდი ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. პირველ 20-წუთში თამაში არ გამოგვდიოდა, ეს გამაღიზიანებელია. როგორც გუნდმა, ფორმიდან, გამოცდილებიდან და სათამაშო კლასიდან გამომდინარე მეორე ტაიმში ხარვეზები გამოვასწორეთ და ეს შედეგზეც აისახა. ვიცოდით, რომ რუმინელები მეორე ტაიმში დაიღლებოდნენ და ეს ყველაფერი გამოვიყენეთ.

ზაფხულში ვეთამაშებით იაპონიას, ავსტრალიას, დიდ გუნდებს, რომელთანაც თუ მოცემულ შესაძლებლობებს არ გამოვიყენებთ, ეს თამაშის წაგებად დაგვიჯდება. რაც შეეხება პორტუგალიას, რუმინეთისგან განსხვავებით სწრაფი, შემტევი გუნდია და მათთან სხვანაირი თამაში გვმართებს.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ დაბალანსებულია. მოთამაშეები ქმნიან ისეთ შესაძლებლობებს, რომელიც შედეგში აისახება. ამ გუნდს აქვს კიდევ ზრდის პოტენციალი. ჩემი როგორც მთავარი მწვრთნელის ფუნქციაც ის არის, რომ მათ გაუმჯობესებაში დავეხმარო", - განაცხადა კოკერილმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ეროვნულ გუნდთან ერთად პირველი ტიტული - ანთიმოზ ივერიელის თასი მოიგო. საქართველოს აღნიშნული ჯილდო ისტორიაში 18-ჯერ, ხოლო რუმინელებს 6-ჯერ აქვთ მოგებული.

ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, რომელიც 17 მარტს საფრანგეთში გაიმართება. ჩვენი ქვეყნის გუნდის მეტოქე დღეს პორტუგალიისა და ესპანეთის დაპირისპირებაში გაირკვევა. თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112413
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X