ჩოგბურთი

10:24 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: "ყოველთვის არ გამოდის ის, რაც გინდა"

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან კამერონ ნორის მიულოცა და თქვა, რომ ზოგჯერ არ გამოდის ყველაფერი, რაც გინდა.

„პირველ რიგში კამერონს ვულოცავ, შესანიშნავად ითამაშა, ამ სეზონში 6 ფინალი ჩაატარა და მომავალ ტურნირებზე წარმატებებს ვუსურვებ. ჩემს გუნდს მადლობას ვუხდი, ყოველთვის ჩემს გვერდით ხართ და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ მოვიგებდი, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის არ გამოდის, რაც გინდა. აქ მომავალში აუცილებლად დავბრუნდები”, - თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1000-იანი მასტერსის ფინალში ითამაშა. 29 წლის ჩვენებურმა რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, რადგან 510 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 30-ეულში დაბრუნდა.

0.111708