ფეხბურთი

11:03 | 6.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და „ანკარაგიუჯუს“ ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 26 წლის ფეხბურთელი ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოარჩია, როგორიც Bein Sports-ი გახლავთ.

ლობჟანიძემ გასულ ტურში სტამბოლის „გალათასარაისთან“ შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (2:1) წვლილი ფანტასტიკური გოლით შეიტანა. საბამ ბრაზილიელი მცველი მარკაო ძალიან ეფექტურად მოატყუა და ფერნანდო მუსლერას ბურთი თავზე გადაუგდო.

ლობჟანიძეს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144863