ფეხბურთი

22:33 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის ფანტასტიკური გოლი "გალათასარაისთან" (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში „ანკარაგიუჯუმ“ სტამბოლის „გალათასარაი“ დაამარცხა, საბა ლობჟანიძემ კი ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა თურქული ფეხბურთის გრანდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.

55-ე წუთზე კი საბამ მინი შედევრი შექმნა: ბრაზილიელ მცველ მარკაოს ძალიან ადვილად გაუსწორდა და გამოცდილ ფერნანდო მუსლერას ბურთი თავზე გადაუდგო. ნამდვილად ულამაზესი გოლი იყო. ამის წყალობით ანკარელები 2:0 დაწინაურდნენ და საბოლოოდ 2:1 იმარჯვეს.

მიმდინარე სეზონში ლობჟანიძის ანგარიშზე 26 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

„ანაკარაგიუჯუს“ 26 თამაშში 23 ქულა აქვს მოპოვებული, ბოლო ადგილს თავი დააღწია და სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.114425