ფეხბურთი

23:10 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონფლიქტი დასრულდა: ქეცბაიამ ოქრიაშვილს ხელი ჩამოართვა

თემურ ქეცბაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის როგორც ჩანს კონფლიქტი დასრულებულია. მას შემდეგ, რაც „ანორთოსისის“ ქართველმა ლეგიონერებმა ნიქოზიის „აპოელთან“ (2:0) მატჩის დასრულებისას იჩხუბეს, შერიგებაც მოახერხეს.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ქეცბაია გასახდელში თავის ფეხბურთელებს მშვიდად ესაუბრა. ის კმაყოფილი დარჩა ერთ-ერთ კონკურენტთან გამარჯვებით და მომავალ მატჩზე კონცენტრირება მოითხოვა.

ქეცბაია ოქრიაშვილთანაც მივიდა, რომელსაც ხელი ჩამოართვა. ამრიგად, კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა. როგორც ირკვევა, ინციდენტი თამაშის დაძაბულობიდან მომდინარეობდა, მაგრამ ახლა გუნდში სიმშვიდეა და მხოლოდ „ეთნიკოსთან“ სამ დღეში გასამართ მატჩზე ფიქრობენ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისმა“ „აპოელს“ 2:0 მოუგო, ერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე ქეცბაიასა და ოქრიაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა და ქართველ მწვრთნელს ფეხბურთელები ამშვიდებდნენ.

0.121348