ფეხბურთი

22:03 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილმა და თემურ ქეცბაიამ მოედანზე იჩხუბეს (+VIDEO)

თემურ ქეცბაიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა იჩხუბეს. უსიამოვნო ეპიზოდს ადგილი ნიქოზიის „აპოელთან“ მატჩის დასრულების შემდეგ ჰქონდა, როდესაც ქეცბაიამ ოქრიაშვილზე გაიწია და ფეხბურთელები აწყნარებდნენ.

კვიპროსული მედიის ცნობით, ქეცბაიამ შეგირდს უსაყვედურა, რომ თამაშის დროს მისი დავალებები არ შეასრულა. ამას მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა და ქეცბაიამ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. თემურს, რომელიც ოქრიაშვილსკენ წასვლას ცდილობდა, მურთაზ დაუშვილი და „ანორთოსისის“ სხვა ფეხბურთელები აშველებდნენ. ქეცბაიამ ნამატჩევს ამ თემაზე არ ისაუბრა, თამაშით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგადაა.

შეგახსენებთ, „ანორთოსისმა“ „აპოელი“ 2:0 დაამარცხა, ოთხივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაიამ კი გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113231