ფეხბურთი

22:45 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ნაკრებში დრომ ნაყოფიერად ჩაიარა, "კრასნოდართან" რთული თამაში გველოდება"

ვოლგოგრადის „როტორის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი „კრასნოდართან“ მატჩისთვის ემზადება და განაცხადა, რომ სანაკრებო პერიოდმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, ახლა კი კლუბზეა ორიენტირებული.

„საქართველოს ნაკრებში პერიოდმა ნაყოფიერად ჩაიარა. მე მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, მაგრამ მთავარია, რომ დადებით შედეგს მივაღწიეთ - მოგება და ფრე. ახლა „როტორთან“ ერთად ვემზადები „კრასნოდართან“ მომავალი მატჩისთვის.

ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან „კრასნოდარი“ ძლიერი გუნდია. ნებისმიერი მეტოქის მსგავსად, მოგება შეგვიძლია, მაგრამ ძნელი იქნება. სახლში კარგი შედეგი გვჭირდება! ძალიან სასიამოვნოა ასეთი სერიოზული მხარდაჭერით თამაში, ამ ატმოსფეროს გარეშე ფეხბურთი არ არსებობს“, - თქვა ზურიკომ.

შეგახსენებთ, რომ „როტორი“ 2 ქულით ბოლო ადგილზეა და „კრასნოდარს“ 13 სექტემბერს უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ დღეს ვოლგოგრადულ გუნდში კორონავირუსის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა შორის ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი არიან.

0.145774