ფეხბურთი

19:49 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როტორის" ორ ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველ ფეხბურთელებს, ბექა მიქელთაძესა და ნიკა ყიფიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ. რუსული კლუბის ვებგვერდის ცნობით, ბოლოს ჩატარებულმა ტესტირებამ 7 ფეხბურთელის შემთხვევაში დაინფიცირებულა დაადასტურა.

მიქელთაძისა და ყიფიანის გარდა კორონავირუსი ილია ჟიგულიევს, ალექსანდრ საპლინოვს, კამილ მულინს, აზატ ბაირიევსა და ალექსანდრ დოვბინს დაუდასტურდათ. ყველა მათგანი გუნდისგან იზოლირებულია.

„ჩვენი პრიორიტეტია ფეხბურთელისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა, ასევე შეჯიბრების უსაფრთხოება. დაუყოვნებლივ მივიღეთ ყველა ზომა, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელება და შევატყობინეთ შესაბამის დეპარტამენტს. ბიჭებს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და სწრაფ დაბრუნებას თავის საქმიანობაში“, - ნათქვამია რუსული კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ „როტორი“ ჯანო ანანიძემ დატოვა, თუმცა გუნდში სხვა ქართველებიც არიან - სოლომონ კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი. ალექსანდრ ხაცკევიჩის გუნდი 13 სექტემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში „კრასნოდარის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115852