კალათბურთი

15:52 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პეისერსმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაკმილანი დაითხოვა

ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ნეიტ მაკმილანი დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა.

56 წლის სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზად პლეი-ოფში წაგებული ოთხივე შეხვედრა დასახელდა.

ამერიკელმა მწვრთნელმა „პეისერსი“ 2016 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდმა 329 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 183 მოიგო 136-ში კი დამარცხდა. 2013-2016 წლებში ის ამავე გუნდში ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაკმიანი გოგა ბითაძეს დიდად არ სწყალობდა, პლეი-ოფის შეხვედრებში კი ქართველს თამაშის უფლება არც მისცემია. უშუალოდ „ინდიანამ“ სერიაში „მაიამი ჰიტთან“ 4:0 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11577