ფეხბურთი

18:23 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში კორონავირუსი მეორე ფეხბურთელს დაუდასტურდა

გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელ მანოლო გაბიადინის კორონავირუსის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას გენუური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

გაბიადინი იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე მეორე ფეხბურთელია, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა. გუშინ „იუვენტუსის“ მცველ დანიელე რუგანის ასიმპტომური კორონავირუსი გამოუვლინდა.

შეგახსენებთ, რომ სერია A 3 აპრილამდე შეწყვეტილია, მაგრამ ფეხბურთელების ინფიცირების შემდეგ მისი გაგრძელება კიდევ უფრო საეჭვო გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.629181