ფეხბურთი

2:23 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ იტალიური გრანდის ვებგვერდმა გაავრცელა.

„ფეხბურთელ დანიელე რუგანის კორონავირუსის COVID-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ამჟამად ის ასიმპტომურია. „იუვენტუსი“ ააქტიურებს კანონით მოთხოვნილ ყველა იზოლაციის პროცედურას, მათ შორის, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ „იუვენტუსისთვის“ სეზონის გაგრძელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შეგახსენებთ, ტურინელებმა რამდენიმე დღის წინ მილანის „ინტერთან“ ითამაშეს, ხოლო 17 მარტს „ლიონს“ უნდა შეხვდნენ, თუმცა შედგება თუ არა ეს თამაში, საკითხავია.

0.163666