ფეხბურთი

22:35 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: "პრემიერლიგა მსოფლიოში ყველაზე რთული ჩემპიონატია"

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა ტვიტერის მეშვეობით გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც შედგა.

- პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ამჟამად?

- სადიო მანე.

- საუკეთესო მწვრთნელი თქვენს კარიერაში?

- შეუძლეელია ერთის არჩევა. ვენგერი, მოურინიო, არაგონესი, დელ ბოსკე, ტიტო ვილანოვა, კონტე, გვარდიოლა... რაც ამ მწვრთნელებიდან ერთად ვისწავლე, უკეთესია, ვიდრე ყველაფერი, რასაც მომავალში სამწვრთნელო კურსებიდან ვისწავლი.

- რას ფიქრობთ VAR-ზე?

- როდესაც არბიტრები სწრაფად მუშაობენ და სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, კარგია, მაგრამ არ მესმის, როდესაც აშკარა მომენტებს დიდი ხნის განმავლობაში უყურებენ.

- ვინ არის უკეთესი ლიდერი: ანრი, ვიეირა თუ პუიოლი?

- სამივე უბრალოდ წარმოუდგენელი, შესანიშნავი ფეხბურთელები და ხალხია. ბედნიერი ვარ, რომ ყველას შემიძლია ვუწოდო ჩემი მეგობარი.

- ყველაზე დასამახსოვრებელი ტიტული?

- მსოფლიო თასი. გარდა ამისა, პრემიერლიგის პირველი ჩემპიონობა, ეს წარმოუდგენელი სიხარული იყო.

- საყვარელი ქალაქი?

- ლონდონი.

- „ინტერი“ მოიგებს იტალიის ჩემპიონატს?

- რატომაც არა? კონტე საუკეთესო მწვრთნელია გუნდების დაბრუნებისთვის.

- ყველაზე რთული ჩემპიონატი?

- რა თქმა უნდა, პრემიერლიგა.

- რომელ სტადიონს აქვს საუკეთესო ატმოსფერო?

- ყოველთვის მომწონდა „სან სიროზე“ თამაში.

- ვინ იყვნენ თქვენი კერპები ბავშვობაში?

- ფიგუ და გვარდიოლა.

- ყველაზე რთული მოწინააღმდეგე მოედანზე?

- ალბათ სტივენ ჯერარდი.

- ყველაზე ლამაზი გოლი?

- ყველა გოლი, რომელიც „ტოტენჰემის“ კარში მაქვს გატანილი.

0.119526