სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:03 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "მიკვირს, რომ მაკრიტიკებენ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ პირველ ტურში სათადარიგო სკამზე ყოფნა ნორმალური მოვლენა იყო და გაკვირვებულია კრიტიკით, რომელიც მიიღო.

როგორც ჰოლანდიელმა De Telegraaf-ს განუცხადა, როდესაც ტოპ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელი გადადის, გასაკვირი არაა თუ თავდაპირველად ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება.

„გაკვირვებული ვარ იმ კრიტიკით, რომელიც სოციალურ მედიაში წავიკითხე, რადგან ერთი თამაში არ ვითამაშე. რეალურად, მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ, რომელიც ევროპის ტოპ გუნდში მოხვდა და ეს ნორმალური პროცესია.

სარიმ მითხრა, რომ ვარჯიშების პირველი თვე ჩემთვის დიდი ცვლილებების პერიოდი იქნებოდა, ისევე, როგორც სხვა მცველებისთვის, რომლებიც „იუვეში“ თამაშობენ. ამიტომაც არ ვარ შეშფოთებული „პარმასთან“ სათადარიგო სკამზე დარჩენით. დღითიდღე თავს უფრო ძლიერად და უკეთ ვგრძნობ.

სამედიცინო შემოწმებამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. კბილებიც კი შემიმოწმეს. შეისწავლეს ჩემი ფიზიკური პოტენციალი და დასკვნა დადებითი იყო, რამაც გამახარა, რადგან შემიძლია კიდევ უფრო გავიზარდო.

იტალიური ენის შესწავლა დავიწყე, კვირაში ხუთი დღე და დღეში საათნახევრიანი გაკვეთილები მაქვს, ჩემი შეყვარებული კი დღეში სამი საათი სწავლობს. გვსურს, რომ ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გავიაროთ“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ხანგრძლივი პერიოდით ჯორჯო კიელინი გამოაკლდა და დიდი ალბათობით, მას სწორედ დე ლიხტი შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110044
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X