ფეხბურთი

1:20 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი: "მესი? ეს ჩვენს გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ სამეფო თასის 1/2 ფინალში „ბარსელონასთან“ დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს მძიმე კალენდარი აქვს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

„საინტერესო კალენდარია, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვიძლია. ამიტომ, უნდა გავიდეთ მოედანზე და საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ. ვიმედოვნებ, ეს განზრად არ გაუკეთებიათ.

მომწონს თუ არა მესის წინააღმდეგ თამაში? - ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს ჩვენს მოსამზადებელ გეგმაზე. ვინისიუსი ხელშეუხელები ფეხბურთელი არაა, რაგდნა ასეთი ფეხბურთში არავინაა. რაც შეეხება ისკოს, ახლა ჩვენი ფიქრები მთლიანად „ბარსელონასთან“ თამაშს უკავშირდება.

ეს იქნება ორ დიდ გუნდს შორის თამაში. ისეთი, როგორებიცაა „ბოკა“ – „რივერი“ ან „ინტერი“ – „მილანი“. გვიყვარს ასეთი მატჩებისთვის მზადება, მაგრამ ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, შესაბამასად, დიდი განსხვავება არაა. მთავარია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - ციტირებს სოლარის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 6 თებერვალს გაიმართება.

სტატისტიკა
0.240889