საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ სამარის „კრილია სოვეტოვი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია რუსული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„დღეს, გიორგი მოვიდა ბაზაზე, დაემშვიდობა თანაგუნდელებს და გუნდი დატოვა. „კრილია სოვეტოვი“ მადლობას უხდის გიორგის გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
32 წლის გიორგი ლორია „კრილიას“ 2015 წელს პირეოსის „ოლიმპიაკოსიდან“ შეუერთდა. 2015-2016 წლების სეზონში გუნდის შემადგენლობაში 15, ხოლო 2016-2017 წლების სეზონში 25 თამაში ჩაატარა. გასული სეზონი მან იჯარით მახაჩყალის „ანჟიში“ გაატარა, რომლის ღირსება პრემიერლიგაში 13-ჯერ დაიცვა და ისევ სამარაში დაბრუნდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. როგორც თავად თქვა, არასაფეხბურთო მიზეზებით.
ლორიას ხსენებული „ოლიმპიაკოსის“, „კრილია სოვეტოვისა“ და „ანჟის“ გარდა, თბილისის „დინამოსა“ და „ოფის“ რიგებში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში კი 2008 წლიდან მოყოლებული 41 შეხვედრაში ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მეკარე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ანდორამ არა მგონია შეტევათა კასკადი მოგვიწყოს და მაშინ მაინც დააყენოს ძირითადში ვაისმა ზაურ მახარაძე. ნაკრებს შეეჩვეოდა და მარტო ლორიაზე და მაკარიძეზე არ ვიქნებოდით დამოკიდებული.
საბუთები ვერ მოაგვარეს ამ ბიჭის და რავი.
საღოლ სავარაუდოთ ნაკრების გამო მოიქცა ასე , მიდი გიო წარმატებები ...
ვიცი ბატონი თალაკვაძე გამმწყრება მაგრამ მაინც ვიტყვი - გიო ძმურად კიკინა მოიშალე
ძალიან მაგარი საქციეალი, ნაკრების გამო უარი თქვა საკმაოდ მაღალ ხელფასზე
ანუ კრილიამ ნაკრებზე უარის თქმა მოსთხოვა მაღალი ხელფასის სანაცვლოდ?
ეხლა მოუწევს საქართველოს ჩემპიონატში ან სადმე დაბალბიუჯეტიან გუნდში გადასვლა სასტარტოში რომ მოხვდეს, რუსეთის პრემიარლიგის ხელფასს ნამდვილად ვერ მიიღებს
არა. აქ იგულისხმება ის, რომ როგორც თვითონ ამბობს, ძირითადში ვერ ხვდებოდა არასაფეხბურთო მიზეზით და ამის გამო, დროთა განმავლობაში ფორმიდან ამოვარდებოდა და შესაბამისად ნაკრებშიც არ გამოიძახებდნენ.
დინამოში დაბრუნება არ იქნებოდა ცუდი
ჰო თუ წამოვიდა
საქართველოში
აუუ ამანაც ვერ ნახა რაა ერთი ნორმალური გუნდი სადაც სტაბილურად ითამაშებს @ ნორმალური ჯანდაბას იყოს სუსტი გუნდი და ითამაშოს ! ეს მგონი უკეთესიც იქნება სუსტ გუნდში უფრო ჩართული იქნება თამაშში D
რა თქმა უნდა გეტანხმები, მინდვრის მოთამაშეებისგან განსხვავებით, მეკარეებისთვის უკეთესია სუსტ გუნდში თამაში: უფრო მეტი დარტყმების აღება მოუწევს და ძირითადშიც უფრო ექნება ადგილი გარანტირებული, შესაფამისად მუდმივად კარგ ფორმაშიც იქნება.