სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

15:29 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მემზესუმზირეები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თუკი საქართველოს გარეთ რაიმე სპორტულ ღონისძიებას ესწრებით, ტრიბუნაზე მჯდომს თავიდანვე შეგიპყრობთ განცდა, რომ რაღაც გაკლიათ. არადა, ყველაფერი თითქოს ადგილზეა - შესანიშნავი სტადიონი თუ დარბაზი, გულიანი ქომაგობა, საუკეთესო სპორტსმენები... მაგრამ, მაინც იცი, რომ რაღაც “ისე ვერ არის“ და ბოლოს აუცილებლად აღმოაჩენ, რომ რაც საქართველოში გამობრძმედილ გულშემატკივარს უცხოეთს სტადიონებზე აკლია - ეს მზესუმზირა და მემზესუმზირეები არიან.

შეიძლება სულაც არ გიყვარდეს მზესუმზირა, მაგრამ საქართველოში სპორტულ სამყაროში დაუწერელი კანონია, რომ როდესაც რაიმე სპორტულ ღონისძიებას ესწრები, წყალთან ან გამაგრილებელსასმელთან ერთად მზესუმზირაც უნდა მოიმარაგო და თუკი სიხარულით, ან ბრაზით სავსე შეძახილებს არ აფრქვევ, იმ შუალედებში მზესუმზირა უნდა აკნატუნო, ამ კნატუნ-კნატუნში გამოთქვა ათასგვარი უცნაური და “ბრძნული“ მოსაზრება და ბოლოს აღმოაჩინო, რომ თეთრი ყვავივით გარშემო მსხდომთა შორის შენ ერთი ყრი მზესუმზირის ჩეჩოს პარკში, სხვები კი ლაღად მიმოფანტავენ გარშემო.

რაც შეეხება მემზესუმზირეებს, მათ გარეშე ხომ საქართველოში არა და არ იქნება არც ერთი სპორტული ღონისძიება. ადრე მემზესუმზირეები ძირითადად ასაკოვანი ბებოები იყვნენ და თბილისში, “დინამოს“ სტადიონზე სიარულით ჭიპმოჭრილმა ქომაგებმა ლამის ყველა მემზესუმზირეს სახელი იცოდნენ. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში ყველამ ვიცოდით, რომ ქსენია ბებოს ყოველთვის უმარილო მზესუმზირა უჩხრიალებდა მომცრო, რუხ ტომარაში, ნათელას მზესუმზირა ზედმეტად მოხალული და ხშირად დამწვარიც კი იყო, რუს “ბაბუშკა დარიას“ კი საუკეთესო მზესუმზირა ჰქონდა და ამიტომაც მისი ყველაზე მსხვილი, ზომიერად მოხალული და ადვილად ტეხვადი მზესუმზირა სხვისაზე მცირედით ძვირიც ღირდა.

ახლა ასე აღარაა. გარდა იმისა, რომ თავად მემზესუმზირეების რიცხვმა მოიმატა, ეროვნულ სტადიონზე უკვე მზესუმზირის გამყიდველ კაცებს და ახალგაზრდა გოგონებსაც კი ნახავთ. მზუმზირის დიდი ნაწილი დღეს უკვე დაფასოებული, მოსახმარად მოსახერხებელი და სტანდარტულად იდენტურია. უკვე მასობრივად იყიდება გარჩეული მზესუმზირა და კნატუნის მოყვარე ხალხს აბა მეტი რაღა უნდათ? არადა, ჩვენს ბავშვობაში რამდენს გვიოცნებია ბევრ, ძალიან ბევრ გარჩეულ მზესუმზირაზე, რომელსაც ერთიანად ჩავიყრიდით პირში და სიამოვნება როგორც იტყვიან გარანტირებული გვქონდა!

მემზესუმზირეები ცხადია მინახავს და თქვენც გინახავთ დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვა ქალაქების სტადიონებზეც - ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში... მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ბათუმში (მაშინ, როდესაც ბათუმს ჯერ კიდევ ჰქონდა საფეხბურთო სტადიონი) ნანახი მემზესუმზირე ასაკოვანი კაცი, რომელიც თან მზესუმზირას ყიდდა, თან ბათუმის “დინამოს“ მთელი ემიციებითა და გულით ქომაგობდა და თან გვეუბნებდა, “დინამომ“ თუ გაიმარჯვა, ლუდები ჩემზე იყოსო...

აი ასეთი ხალხი იყვნენ ძველი მემზესუმზირეები. ცხადია იცვლება დროც, ადამიანებიც, იცვლება მზესუმზირის შეფუთვაც, მისი ფასიც და მომხმარებელიც, იცვლებიან საფეხბურთო კლუბები და მათი წარმატებებიც ხშირად დავიწყებას ეძლევა, მაგრამ მოგონებები არსად მიდიან. ისინი მზესუმზირასავით მაშინ გვახსენებენ თავს, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ველით...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110276
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X