ფეხბურთი

15:33 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: “ნეიმარი “რეალთან” ითამაშებს”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის ტრავმის შესახებ ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა ნეიმარის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და შესაძლოა, ის “რეალთან” დაპირისპირების დროსაც ვიხილოთ მოედანზე.

“ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “რეალის” წინააღმდეგ ითამაშებს. მას სერიოზული ტრავმა არ აქვს”, - განაცხადა ემერიმ.

26 წლის ფორვარდმა მარჯვენა ფეხის დაზიანება “მარსელთან” ლიგა 1-ის 27-ე ტურის მატჩში მიიღო, მან მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა (VIDEO), თუმცა ფრანგული გამოცემების ცნობით, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და “რეალის” მატჩი 6 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116889