ფეხბურთი

3:27 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა მოედანი საკაცით და ცრემლებით დატოვა... (+VIDEO)

“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი ლიგა 1-ის კალენდარულ მატჩში “მარსელთან” (3:0) დაშავდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის მე-80 წუთზე მარჯვენა ფეხი გაზონზე ცუდად დადგა და თამაში ვეღარ გააგრძელა.

მეტიც, ნეიმარი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, თავად კი ცრემლებს ვერ იკავებდა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე დიდი შანსია, რომ ტრავმის ხარისხი სერიოზული იყოს. თუმცა, ჯერჯერობით ზუსტი თარიღის დასახელება თუ რა დრო გაუცდება, რთულია.

პსჟ-ს 6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალთან” ელოდება მნიშვნელოვანი მატჩი, მაგრამ დიდი ალბათობით მოედანზე გასვლა თავისი ლიდერის გარეშე მოუწევს.

თეგებინეიმარიპსჟ
0.115102