| | |
|
02:24 | 19.09.2021 შესანიშნავი დებიუტი "ბეტისში": ბექა ბურჯანაძის 17 ქულა 12 წუთში
ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ ტურში ბექა ბურჯანაძის სევილიის „ბეტისმა“ „მორაბანკ ანდორა“ დაძაბულ ბრძოლაში 102:98 დაამარცხა. მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც ანდალუსიელებმა 12:8 მოიგეს.
| |
00:30 | 19.09.2021 შენგელიამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო და VTB ლიგის სუპერთასის ფინალში ითამაშებს
VTB ლიგის სუპერთასის ნახევარფინალში მოსკოვის ცსკა-მ „ლოკომოტივ ყუბანი“ იოლად, 91:78 დაამარცხა და ტიტულისთვის ფინალურ შეხვედრაში ითამაშებს.
|
|
00:25 | 19.09.2021 შერმადინი ორმაგ დუბლთან ახლოს იყო, "ტენერიფემ" სეზონი მარცხით დაიწყო
ესპანეთის ლიგა ენდესას 2021-2022 წლების სეზონმა სტარტი აიღო და გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ პირველ ტურში „ბრეოგანთან“ უშანსოდ, 73:92 დამარცხდა, შედეგად, სეზონი ცუდად დაიწყო.
| |
00:16 | 19.09.2021 გიორგი აბურჯანიამ სადებიუტო გოლით "ჟილ ვისენტე" წაგებისგან იხსნა (+VIDEO)
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მეექვსე ტურში გიორგი აბურჯანიამ გოლი გაიტანა და „ჟილ ვისენტე“ წაგებისგან იხსნა. ქართველი ნახევარმცველის გუნდი სტუმრად „ბელენენსეშს“ შეხვდა და თამაში 1:1 დასრულდა.
|
|
16:10 | 18.09.2021 As: "მამარდაშვილი კურტუას ტყუპისცალია და ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან"
ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს და ესპანურ მედიას ეჭვი არ ეპარება, რომ ხოსე ბორდალასი კარში ისევ გიორგი მამარდაშვილს ათამაშებს.
| |
15:09 | 18.09.2021 ვაკო ყაზაიშვილის გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის (K ლიგა) მორიგ ტურში ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ულსან ჰიუნდაი“ „დეგუს“ ესტუმრა და 1:2 წააგო, თუმცა, ანგარიში ვაკომ გახსნა.
|
|
12:54 | 17.09.2021 ელენე ილურიძე – მეორე ქართველი აშშ-ს ქალთა სტუდენტურ ლიგაში
ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს. ნატალია ოთხმეზურის შემდეგ, რომელმაც კონტრაქტი NCAA-ის პირველი დივიზიონის Southern Utah-ს უნივერსიტეტთან გააფორმა, საკალათბურთო კარიერას ამერიკაში ...
| |
10:23 | 17.09.2021 ქეცბაია: "პარტიზანმა" დამსახურებულად მოიგო, ჩვენ მიზანს უკვე მივაღწიეთ"
ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ბელგრადის „პარტიზანთან“ 0:2 წააგო და 13 წლის შემდეგ ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე დაბრუნება პოზიტიურად ვერ აღნიშნა.
|
|
00:50 | 17.09.2021 ქართული ლეგიონი ევროთასებზე: კიტეიშვილი "მონაკოსთან" დამარცხდა, 9 თვის მერე კაჭარავა დაბრუნდა
ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, თუმცა, შედეგიანობის გარეშე და არცერთი მათგანი არც გოლით გამორჩეულა და არც საგოლე პასით.
| |
17:57 | 16.09.2021 40 კანდიდატს მიღმა: ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს ჯილდოსთვის ბრძოლას გამოეთიშა
2021 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოსთვის (Golden Boy) ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ვეღარ იბრძოლებს.
|