კალათბურთი

12:29 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი კალათბურთელების ჯახი G ლიგაში - მამუკელაშვილის გუნდს ბეჟანიშვილის გუნდმა აჯობა (+VIDEO)

NBA-ს განვითარების ლიგაში დღეს სანდრო მამუკელაშვილისა და გიორჯი ბეჟანიშვილის დაპირისპირება შედგა და ორივე მათგანი საკმაოდ შედეგიანი იყო. „გრანდ რაპიდს გოლდმა“ „ვისკონსინ ჰერდს 131:127 აჯობა, ქართველებმა კი ამ შეხვედრაში ჯამში 33 ქულა ჩააგდეს.

გიორგის გუნდმა დიდი უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა, როდესაც მეტოქეს 41 ქულა ჩაუგდო, თავად კი 24 მიიღო და 17-ქულიანი ფორა შეიქმნა. მომდევნო 2 მეოთხედი კი თანაბარი ანგარიშებით - 37:37 და 25:25 დასრულდა. დასკვნით პერიოდში კი მამუკელაშვილის გუნდმა თითქოს მოსაგებად გაიბრძოლა, სხვაობა 2 ქულამდეც დაიყვანა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

წაგების მიუხედავად შედეგიანი მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს და რომ არა არაზუსტი სროლების დიდი პროცენტულობა, სულ სხვანაირ შედეგს ვიხილავდით. 22 წლის ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 34 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. 19 ქულის მიუხედავად ჩვენებურმა ბევრი სროლა გააფუჭა. მას 18-დან ზუსტად მხოლოდ 7 ისროლა - აქიდან 5-დან 1 სამქულიანი და 13-დან 6 ორქულიანი. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 2-დან 1 საჯარიმოცაა. +- მაჩვენებელი კი -12 ჰქონდა. სანდრომ 2 პერსონალური ფოლიც მიიღო.

რაც შეეხება ბეჟანიშვილს, გიორგიმ პარკეტზე 23 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 14 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გასაცემა და თითო ჩაჭრა-დაფარება გამოიმუშავა. მან 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. +- მაჩვენებელი -9 ჰქონდა და 3 პერსონალური ფოლი დაიმსახურა.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა „გრანდ რაპიდსის“ კანადელმა კალათბურთელმა ნიკ სტაუსკასმა. მან 43 წუთში 57(!) ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 29-და20 სროლა ზუსტი გამოუვიდა, მათგან კი 15-დან 11 სამქულიანი ჩააგდო.

„გრანდ რაპიდს გოლდს“ 12 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, „ვინკონსინ ჰერდს“ კი 7 გამარჯვებით და 13 მარცხით მე-12 პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11808