კალათბურთი

14:45 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე დაბრუნდა, "პეისერსმა" "ბოსტონს" დიდი ანგარიშით მოუგო (+VIDEO)

ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ გოგა ბითაძემ ითამაშა. „ინდიანა პეისერსმა“ სადაც ქართველი კალათბურთელი გამოდის, „ბოსტონ“ სელტიკს“ უმასპინძლა და 21-ქულიანი სხვაობით 128-107 მოიგო.

გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 16:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 22 წლის ცენტრმა ამ დროის განმავლობაში 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მეტოქე გუნდის კალათბურთელთან მცირე კონფლიქტიც მოუვიდა. ჩვენებურის +- მაჩვენებელი 3-ს გაუტოლდა.

ყველაზე შედეგიანი „ინდიანას“ კანადელი ლეგიონერი ოშეა ბრისეტი იყო, რომელმაც 27 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. "ბოსტონიდან" კი ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა. ამერიკელმა კალათბურთელმა 25 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„პეისერსი“ 21 მოგებითა და 41 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციში მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი პირველ მარტს „ორლანდო მეჯიქთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111016