ფეხბურთი

23:42 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიური მედია: "მიქაუტაძე "მეცში" რომ დაბრუნდება, "სერენისთვის" დიდი დანაკარგი იქნება" (+VIDEO)

„სერენმა“ ბელგიის იუპილერ ლიგის 29-ე ტურში უშუალო კონკურენტ „ვარეგემთან“ 0:1 წააგო და ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ „სერენს“ უკვე 5 ტურია გოლი არ გაუტანია და ბუნებრივია, მშრალი სერიაც აქვს გიორგი მიქაუტაძეს.

Walfoot-ი წერს, რომ გიორგი „ვარეგემთან“ მოედანზე გამორჩეული იყო და როცა გუნდს დატოვებს, „სერენისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება.

„სერენი“ ყველაფერს ეცადა „ვარეგემის“ წინააღმდეგ, მაგრამ ხელცარიელი მისი „სტად არკ ენიდან“ (0:1). ძალიან ძნელად მოსანელებელი მარცხია, რითაც „სერენი“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში თამაშს ალბათ ვერ გადაურჩება. თუმცა, გიორგი მიქაუტაძე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა და შესანიშნავი სოლორეიდიც შემოგვთავაზა - A la Zizou. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან დააკლდება „სერენს“, როდესაც ის „მეცში“ დაბრუნდება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 23 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო თასზე თავი ოთხჯერ გამოიჩინა. „სერენი“ 29 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-17 ადგილზეა და სავარაუდოდ, პლეი-აუტში ითამაშებს.

0.141215