ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

10:00 | 15 დეკემბერი, 2025

სიყვარულს რას გაუგებ...

ჩვენს მკითხველს თავიდან ბოდიში უნდა მოვუხადო კიდევ ერთხელ რომ მიწევს ფლორენციის „ფიორენტინას“ ვაებაზე წერა. ანუ წერა იმაზე, რასაც ვერ შეცვლი და ერთადერთი, რაც შეგიძლია, თავში ცემაა, რაც დამეთანხმებით, არც კარგი სანახავია და ფეხბურთთანაც ნაკლები კავშირი აქვს.

ლევან სეფისკვერაძე

09:47 | 09 დეკემბერი, 2025

უიღბლონი, ანუ რა დაგაკელით ბიჭებო?

ახლა, როდესაც მსოფლიოს მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის სავარაუდო მონაწილეთა ავ-კარგი თითქმის ბოლომდე გარკვეულია და მხოლოდ რამდენიმე ფლეი-ოფიღა დარჩა მავანთა იმედად, უკვე დარდიანად შეგვიძლია ამოვიხვნეშოთ და შევეგუოთ იმ აზრს, რომ ყველა ქართველი ფეხბურთელის პატივისცემის მიუხედავად, ობიექტურად, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ორი ქართველი ვარსკვლავი - გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია დააკლდებიან პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ზეიმს და იმედად მხოლოდ მომდევნო მუნდიალის შესარჩევი ეტაპი უნდა დავიტოვოთ.

ლევან სეფისკვერაძე

10:29 | 30 ნოემბერი, 2025

გზად, რიზეში...

შარშან გერმანიის ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოში დაბრუნება არ იყო ადვილი საქმე. ჩვენი ნაკრების გასვლით ოცნებაახდენილ ქართველებს ადრევე ჰქონდათ დაჯავშნილი ადგილი გერმანიიდან საქართველოსკენ მომავალ თვითმფრინავებში და გზის ალტერნატივის მაძიებლებს შემოვლა-გავლით სხვადასხვა ქვეყნებიდან მოგვიწია სამშობლოში დაბრუნება.

ლევან სეფისკვერაძე

09:26 | 24 ნოემბერი, 2025

ავტოსახელოსნოების უცნაური ხიბლი

ავტოსახელოსნოები, ანუ იგივე “პროფილაქტიკები” საქართველოში ერთობ უცნაური დაწესებულებებია. უცნაური არა თავისი შინაარსითა და მომსახურების კარგი თუ ცუდი ხარისხით, არამედ იერსახითა და იმ ადამიანებით, რომლებმაც ავტოსახელოსნოების ეს ჩვენი, მე ვიტყოდი, ჭეშმარიტად ჩვენი, ეროვნული სტილი შექმნეს, დაამკვიდრეს და განავითარეს.

ლევან სეფისკვერაძე

10:24 | 09 ნოემბერი, 2025

ხავიერ მილეი და ფეხბურთი

26 ოქტომბერი ისტორიული დღე იყო არგენტინისა და სრულიად სამხრეთ ამერიკისთვის. არგენტინის კონგრესის შუალედურ არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ლიბერტარიანულმა პარტიამ გაიმარჯვა.

ლევან სეფისკვერაძე

10:23 | 02 ნოემბერი, 2025

ინგლისო, ელოდე მას!

ყოველთვის ვიცოდი, მეტიც - დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხბურთის ძალა უსაზღვროა და ადამიანში მაშინაც კი შეიძლება იფეთქოს, როდესაც გგონია რომ აღარ ვიცვლებით და არც გემოვნება და განწყობა შეგვეცვლება.

ლევან სეფისკვერაძე

10:27 | 25 ოქტომბერი, 2025

„მიალბი“ - პატარა კლუბის დიდი ისტორია!

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი შესანიშნავი ქვეყანაა და არაერთი მსოფლიო დონის შვედი ფეხბურთელის ჩამოთვლა შეგვიძლია, ამ ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო პირველობა „ალსვენსკა“, ჯერჯერობით, დონით ძალიან შორსაა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატებისგან.

ლევან სეფისკვერაძე

10:24 | 19 ოქტომბერი, 2025

„ფიორენტინა“ მძიმე დღეშია

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკი კომისო ქართველი რომ იყოს, უეჭველად პოლიტიკოსი იქნებოდა, რადგან უნიკალური თვისება აქვს, საათობით იყბედოს და საბოლოო ჯამში მაინც არაფერი თქვას ისეთი, რაც ხალხს, ამ შემთხვევაში გუნდსა და მის ქომაგებს, სჭირდებათ და რამეში გამოადგებათ.

ლევან სეფისკვერაძე

09:33 | 13 ოქტომბერი, 2025

სამხრეთ ამერიკა ისეთი, როგორიც ნამდვილად არის

ფეხბურთი სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა ამ კონტინენტზე არ შექმნილა და აქ არც საფეხბურთო წესები გამოგონილა.

ლევან სეფისკვერაძე

12:55 | 29 სექტემბერი, 2025

აღიარე და მოგეცემა!

პირადად უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მრავალგზის ეცადა ბრიტანელებისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების დარწმუნებას იმაში, რომ რუსული კლუბებისა და ნაკრებებისთვის სანქციების მოხსნა აუცილებელი იყო.

ლევან სეფისკვერაძე

10:25 | 14 სექტემბერი, 2025

სიდიადე „ალბისელესტესი“

ჰოი მეომარნო ფეხბურთის ღმერთისა, გმირნო სახელოვანნო, სამწყსოვ უძლეველ დიეგიტოსი, ოსტატნო საკვირველნო, ფეხით, თავით და საჭიროებისას ხელით დიდად სანახაობრივად მობურთალნო, დიადნო ძმანნო და გამხარებელნო ყოველის სილამაზის მოყვარულთა მოედანსა მწვანესა ზედა, ბრაზილთა დამტყვევებელნო, გალთა რისხვავ, დიდალბიონელთა ელდავ, ტეუტონთა შემმუსვრელნო, ზიგფრიდის და მისი ძმების დამმარხავნო, ეტრუსკ-ლათინთა კოშმარულო სიზმარო, კასტილ-კატალ-ბასკთა შემაჩერებელნო, ჰოი ზეცისფერებში შემოსილნო ჯუაროსანნო, სიკეთის გამარჯვების ლეგიონო, ჟ. აველანჟის სახელობის დრაკონის ჩამძირველო არმადავ, დიადნო ვაჟკაცნო, რომელთაც „ალბისელესტეს“ გიწოდებენ - სიყვარულით, აღფრთოვანებით, შიშით და რიდით...

123456შემდეგი >>
0.38261