სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:44 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას პრესკონფერენცია და ახალი სათამაშო ფორმების წარდგენა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, ირლანდიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციას ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 6 სექტემბერს 20 საათზე გამართავს. პრესკონფერენციის დასრულების მერე, ეროვნული გუნდის ახალ სათამაშო ფორმებს წარადგენენ. ამა დღეს, ქეცბაიას შეგირდები ტექნიკურ ცენტრს “ბასაში”ივარჯიშებენ. წვრთნა 17:45 საათზე დაიწყება და მედიისთვის ღია მხოლოს საწყისი 15 წუთი იქნება.

ირლანდიელთა მთავარი მწვრთნელი მარტინ ონილი 6 სექტემბერს 18:30 საათზე პრესკონფერენციას “დინამო არენაზე” ჩაატარებს. 19 საათზე ირლანდიელთა ვარჯიში დაიწყება, რომელსაც მედია მხოლოდ პირველი 15 წუთი დაესწრება.

აქვე გაგაცნობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებას მომავალ მატჩზე დასწრების მსურველი მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციების მიღების თაობაზე:

“7 სექტემბერს, საქართველოსა და ირლანდიის მატჩზე აკრედიტირების მსურველ მედიაორგანიზაციებს შევახსენებთ, რომ ხვალ, 5 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათზე მთავრდება აკრედიტაციების განაცხადების მიღება ჩვენს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: media@gff.ge.

მოთხოვნა ძალიან დიდია და ამჟამად, მიღებული გვაქვს 70-მდე ქართული და უცხოური მედიაორგანიზაციის განაცხადი. შესაბამისად, მოთხოვნიდან და “დინამო არენას” პრესლოჟაში არსებული ადგილების რაოდენობიდან გამომდინარე, აკრედიტაციები გაიცემა შეზღუდულად და ყველა განაცხადი ვერ დაკმაყოფილდება. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ენიჭება სპორტულ მედიას.

ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრესლოჟასა და საპრესკონფერენციო დარბაზში თანმხლები პირების, მათ შორის ბავშვების შემოყვანა ვერ მოხერხდება და ყველა აკრედიტაცია რამდენჯერმე, ინდივიდუალურად შემოწმდება.

აკრედიტაციების გაცემა დაიწყება 6 სექტემბერს, “დინამო არენას” მედიაცენტრში, დღის 16:00 საათიდან. გთხოვთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს დრო და მობრძანდეთ. სფფ-ის პრესსამსახური და მედია-ოფიცერი ადგილზე გვიან საღამომდე იმუშავებენ.

თამაშის დღეს, 7 სექტემბერს, სტადიონის ტერიტორიაზე აკრედიტაციები აღარ გაიცემა. გამონაკლისის სახით, სტადიონის ერთ, საგანგებოდ გამოყოფილ სალაროში, დილის 11:00 საათიდან, სიის მიხედვით შეძლებთ აიღოთ აკრედიტაცია”.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110601
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X