ფეხბურთი

18:48 | 19.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგუჩია - 3 წლით “ზესტაფონში”

ზუგდიდის “ბაიას” 20 წლის ნახევარმცველმა ლუკა გუგუჩიამ ს/კ “ზესტაფონთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” იმერული კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ შეატყობინა.
შეგახსენებთ, რომ გუგუჩიამ გასული სეზონის საგაზაფხულო ეტაპი ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა, სადაც ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მასში ზუგდიდელმა ფეხბურთელმა 16 მატჩი გამართა, რომლებშიც გოლით თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

 

ფრიდონ კერვალიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.998182