ზუგდიდის “ბაიას” 20 წლის ნახევარმცველმა ლუკა გუგუჩიამ ს/კ “ზესტაფონთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” იმერული კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ შეატყობინა.
შეგახსენებთ, რომ გუგუჩიამ გასული სეზონის საგაზაფხულო ეტაპი ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა, სადაც ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მასში ზუგდიდელმა ფეხბურთელმა 16 მატჩი გამართა, რომლებშიც გოლით თავი 4-ჯერ გამოიჩინა.
ფრიდონ კერვალიშვილი