სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

13:32 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჟილინას” თავკაცი: “გვესმის, რომ ჯერ ნახევარი გზა გავიარეთ”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

 

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის “ტორპედოსთან” საპასუხო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, სლოვაკეთის “ჟილინას” მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულამ განაცხადა, რომ მის გუნდს მომდევნო ეტაპამდე ჯერ ნახევარი გზა აქვს გავლილი.

“გვესმის, რომ ჯერ ნახევარი გზა გავიარეთ. ჩემი სურვილია, რომ ბიჭებმა მოედანზე თავისი მაქსიმუმი აჩვენონ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მოედანზე ის ვაჩვენოთ, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებდით”, - იუწყება გულას სიტყვებს “ჟილინას” ვებგვერდი.

“ქართული გუნდი შეეცდება, სწრაფად ითამაშოს და გარისკოს. ამისთვის ჯერ კიდევ პირველ თამაშამდე ვემზადებოდით. ჩვენი ძალების კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ, განსაკუთრებით ბურთის მიღების შემდეგ, და მეტოქის სუსტი წერტილებით ვისარგებლოთ”, – დაამატა გულამ.

გარდა ამისა, სლოვაკების მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მომავალი მატჩის წინ, შესაძლოა, გუნდის შემადგენლობაში სამი ცვლილება მოხდეს. მისი თქმით, ეს ფეხბურთელების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ქუთაისში ჩატარებულ მატჩთან შედარებით, ვარჯიში თავდამსხმელმა დავიდ გუბამ განაახლა. რიკარო ნუნიესი და ლუკაშ ხმელიკი საპასუხო დაპირისპირებაში ვერ ითამაშებენ.

პრესკონფერენციაზე მყოფმა “ჟილინას” კაპიტანმა იოზეფ პიაჩეკმა განაცხადა, რომ მომავალი თამაშის წინ, გუნდში საუცხოო განწყობაა:

“გუნდში საუცხოო განწყობაა. სეზონის პირველ საშინაო მატჩს მოუთმენლად ველოდები. კარგად ვიცით, პირველ თამაშში ნაჩვენები შედეგი რასაც ნიშნავს. თუმცა, ისე ვაპირებთ თამაშს, რომ საპასუხო შეხვედრაც მოვიგოთ”.

“ჟილინას” ვებგვერდი არაფერს იუწყება “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის, ესპანელი ჟერარდ სარაგოსას პრესკონფერენციის შესახებ, რომელიც წესით უნდა გაამრთულიყო. უბრალოდ. სლოვაკები იუწყებიან, რომ ქუთაისელებმა ივარჯიშეს და სარაგოსას განკარგულებაში 18 მინდვრის მოთამაშის გარდა, 2 მეკარე იყო.

სამწუხაროდ, სარაგოსას პრესკონფერენციის თაობაზე “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდიც არაფერს იუწყება.


თეგებიჟილინა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108448
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X