ფეხბურთი

20:34 | 27.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" იტალიელ მცველს დაიმატებს

ლონდონის „ჩელსიმ“ ბერგამოს „ატალანტასთან“ 18 წლის მცველის, ონესტ აჰანორის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

ნიჭიერი იტალიელი „ჩელსის“ 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდება და კონტრაქტს მალე გააფორმებს. თუმცა, ამ სეზონში აჰანორმა შეიძლება „ჩელსიში“ არ ითამაშოს, რადგან ლონდონელები სათამაშო პრაქტიკისთვის მას „სტრასბურში“ განათხოვრებას უპირებენ.

ონესტ აჰანორი „ჯენოას“ აღზრდილია, გასული სეზონი კი „ატალანტაში“ გაატარა, სადაც 35 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრებში უკვე ორჯერ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093261