ფეხბურთი

20:49 | 4.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო

„ლივერპულმა“ შესაძლოა „პარი სენ-ჟერმენიდან“ ბრედლი ბარკოლა გადაიბიროს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.

წყაროს თანახმად, ინგლისურმა კლუბმა ფრანგი ფეხბურთელის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებები დაიწყო. სხვა დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ბარკოლამ პსჟ შეიძლება დატოვოს, რადგან ის ლუის ენრიკეს პროექტში ხელშეუხებელი ფიგურა არ არის.

პსჟ-მ დიდი შანსია, „ლაიფციგიდან“ იან დიომანდე დაიმატოს, რომელიც „ლივერპულსაც“ სურს, მაგრამ კოტდივუარელი პსჟ-ს ანიჭებს უპირატესობას, რის გამოც მერსისაიდელები ბარკოლაზე გადაერთვნენ. თავის მხრივ, დიომანდეს ტრანსფერი პსჟ-დან 23 წლის ფრანგის წასვლის შანსს ძალიან გაზრდის.

ბრედლი ბარკოლამ, რომელიც „ლიონის“ აღზრდილია და კარიერაც იქ დაიწყო, „პარი სენ-ჟერმენში“ 2024 წლიდან 152 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159506