იტალიური გაზეთი La Repubblica შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილი გამოცემა იტყობინება, იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა პლეი-ოფის მატჩების წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ბონუსები მოითხოვეს.
წყაროს თანახმად, შეკრებაზე გამოძახებულმა 28 ფეხბურთელმა 300 000 ევროს ოდენობის ბონუსი მოითხოვა, რომელიც თითოეულ ფეხბურთელზე თანაბრად უნდა განაწილებულიყო - შესაბამისად, თითო მოთამაშეს დაახლოებით, 10 000 ევროზე ოდნავ მეტი ერგებოდა.
თუმცა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელების ეს მოთხოვნა უარყო და ბონუსების გაცემაზე უარი თქვა.
საბოლოოდ, იტალიის ნაკრებმა მიზანს მაინც ვერ მიაღწია: ჩრდილოეთ ირლანდიას 2:0 კი სძლია, მაგრამ ფინალში ბოსნიასთან პენალტებში მარცხი განიცადა და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩა.





