საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ტრავმა აღარ აწუხებს.
„ჩემი მუხლი კარგადაა. ბევრი სპეკულაცია და ტყუილი იყო. 100%-ით გამოჯანმრთელებული ვარ. პარიზში კარგი დიაგნოზი დამისვეს. ბოლო ორი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საუკეთესოდ მოვემზადე და წელსაც იგივეს გავაკეთებ. ეს თამაშით, გოლების გატანით, ტიტულების მოგებით და ჩემს კლუბთან ერთად ბოლო წუთამდე ბრძოლით ხდება“, - თქვა მბაპემ, რომელიც ახლა საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზეა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს მუხლის ტრავმის გამო მადრიდის „რეალის“ რამდენიმე მატჩი გაუცდა.





