„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა როდრიგო დე პოლმა განაცხადა, რომ MLS-ის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის.
„ვფიქრობ, MLS-ის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე უფრო რთულია. ეს სიგიჟედ ჟღერს, მაგრამ MLS-ის ფორმატი მართლაც რთულია. ყოველთვის სრულყოფილად უნდა ითამაშო“, - თქვა დე პოლმა.
არგენტინელი ხაზს უსვამს, თუ რამდენად გრძელია სეზონი MLS-ში იმის გათვალისწინებით, რომ რეგულარული სეზონის გარდა, ტიტულის მოსაგებად პლეი-ოფიც საჭიროა. ეს ფორმატი ძალიან განსხვავდება ევროპული შეჯიბრებებისგან, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით უმაღლეს ლიგებში, მხოლოდ რეგულარული სეზონისგან შედგება პლეი-ოფის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს როდრიგო დე პოლმა "ინტერ მაიამის" შემადგენლობაში მოახერხა MLS-ში ჩემპიონობის მოპოვება.







